მებაღეობა ანტიდეპრესანტია – განიკურნეთ ნიადაგით!

5463 Views

მიწასთან შეხება ბედნიერების შეგრძნებას იწვევს!

ნიადაგში არსებობს ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, ეს არის მიკრობი Mycobacterium vaccae, რომლის შესწავლაც აქტიურად მიმნდინარეობს მეცნიერების მიერ.

უკვე დადგენილია, რომ ამ მიკრობებს იგივე ზეგავლენა აქვთ ნეირონებზე, როგორც ნივთიერებებს, რომლებიც დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება.

კვლევებით დასტურდება, რომ მიწასთან ფიზიკური კონტაქტის შემცირებას, პირდაპირი კავშირი აქვს დეპრესიის ზრდასთან პლანეტაზე – ბოლო 50 წლის განმავლობაში.

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილს, ყოველდღიურ ცხოვრებაში საერთოდ არ აქვს შეხება ნიდაგათან. ზოგიერთი ბოლოდროინდელი აღმოჩენების საფუძველზე მეცნიერები თვლიან, რომ „სრული სისუფთავისადმი ლტოლვას“ აქვს თავის უარყოფითი მხარეც, რადგან ბაქტერიები რიგ შემთხვებში დადებითად მოქმედებენ ჩვენს სხეულზე და ემოციებზეც კი.

ბაქტერია Mycobacterium vaccae ნიადაგში გვხვდება და იწვევს სერატონინის გამომუშავების სტიმულირებას, სეროტონინი კი თავის ტვინში ბედნიერების და სიცოცხლის ხალისის შეგრძნებას იწვევს, ნებისმიერი სასიამოვნო პროცესის დროს გამოიყოფა სეროტონინი, ვისაც ამ ნივთიერების ნაკლებობა აქვს ემართება დეპრესია.

ნებისმიერი მოყვარული მებაღისგან მოისმენთ, რომ  ნაკვეთი (ეზო) მისი ბედნიერების ადგილია და რომ მებაღეობა უხსნის სტრესს და უმაღლებს განწყობას.

ასე, რომ აიმაღლეთ განწყობა – იყავით ბედნიერი!

686Shares
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB