ხახვის ფურცელი მცენარეთა დაცვის ბუნებრივი საშუალება

ხახვის, ფურცელი, ბიომეთოდი

სტატისტიკის თანახმად, 3-4 წევრიანი ოჯახი წელიწადში საშუალოდ 4-5 კგ. ხახვის ფურცელს ყრის. ამ დროს ის ბუნებრივი ფუნგიციდია იცავს ხეხილს, ბოსტნეულს, ყვავილებს და ოთახის მცენარეებს მავნებლებისგან.

გარდა ამისა ხახვის ფურცელი მცენარეთა კვების (განოყიერების) კარგი საშუალებაცაა. ის კვებავს მცენარეს და აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას.

ხახვის ფურცელი შეიცავს მრავალ, სასარგებლო, ბოილოგიურად აქტიურ და მინერალურ ნივთიერებებს, ფლავონოიდურ გლუკოზიდებს, კაროტინს, ფიტონციდებსა, ორგანულ მჟავებს…აგრეთვე В, С, Е, РР ვიტამინებს.

მსგავსი კომბინაცია არამარტო იცავს მცენარეებს, არამედ კვებავს, ზრდის იმუნიტეტს და მოსავლიანობას.

ოთახის მცენარეები და ყვავილები

სადილის მომზადების შედეგად დარჩენილ 2-3 თავი ხახვის ფურცელს დაასხით 1ლ. ადუღებული, ცხელი წყალი. გააჩერეთ ორი დღე გადაწურეთ (თუ შემასხურებელს იყენებთ, რომ არ გაიჭედოს) და მზად არის.

ხახვის ფურცლების ხსნარი (გამოიყენეთ მხოლოდ ახალი დამზადებული), რეგენერაციულ გავლენას ახდენს მცენარეებზე, რწყავენ ოთახის მცენარეებს, რომლებსაც მოულოდნელად დაეწყოთ ფოთლების შეყვითლება. ასეთ კვების  90% იწვევს მცენარეთა გამოცოცხლებას.

თუ დრო არ გაქვთ, ან შემთხვევით სიზარმაცის პერიოდია. ხახვის ფურცელი დააქუცმაცეთ და მოაყარეთ ნიადაგს, მორწყვისას (ნადგომი, ოთახის ტემპერატურის წყალი), მისი სასარგებლო ნივთიერებები – ჩავა ნიადაგში და მცენარე შეითვისებს.

არის ოთახის მცენარეები, რომლებიც ან არ, ან ცუდად რეაგირებენ ხახვის ფურცლის ხსნარზე, ეს არი კაკტუსები და მცენარეები ხორციანი ფოთლებით, მაგალითად როგორიც ალოე ან ბარაქის ხეა.

ბოსტნეული

კიტრი

კიტრი მთელი ვეგეტაციის პერიოდში ხშირად განიცდის, სხვადსხვა მავნებლების შემოტევებს. ამიტომ საჭიროა სეზონზე რამდენჯერმე დამუშავება.

2 ჭიქა, დატკეპნილ ხახვის ფურცელს დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ 48 საათი, შემდეგ გაწურეთ და გააზავეთ 1/2 შეფარდებით (2 წილი წყალი) გრილი, სუფთა წყლით. შეასხურეთ ფოთლებს სეზონზე 2-3 ჯერ.

არ გადააჭარბოთ, თორემ შესალოა კიტრმა მწარე გემო მიიღოს.

მსგავსი სქემა გამოიყენება კარტოფილის, ყაბაყის, გოგრის და სტაფილოსთვის.

პომიდორი

ხახვის ფურცელი პომიდვრისთვისაც კარგი საკვებია, ოღონდ მის შემთხვევაში ფოთლებზე არ უნდა შევასხუროთ. ახალგადარგულ (ჩითილს) მცენარეს დავუსხათ 0.5 ლიტრი, ხოლო ერთ თვის მცენარეს 1.0 ლიტრი ხსნარი.

კარგ შედეგს იძლევა ხახვის ფურცლის ნატურალური სახით შეტანა, ბოსტნის ნიადაგის დამუშავებისას, ამ შემთხვევაში ის ხდება მცენრისთვის, ნელი მოქმედების ნატურალი საკვები და დამცავი საშუალება.

თრიფსის, ბუგრის,  ტკიპის წინააღმდეგ

ხახვის ფურცელს იყენებენ თამბაქოს თრიფსის, ბუგრების და აბლაბუდიანი ტკიპას წინააღმდეგაც.

თამბაქოს თრიფსი  – საკმაოდ საშიში მავნებელია. იგი აზიანებს კიტრს, ხახვს, ნიორს, კომბოსტოს, ბაღჩეულ კულტურებს. ძირითადად სათბურებსა და ორაჟერეებში განთავსებულ მცენარეებს აზიანებს.

ამ მავნებლს აქვს გრძელი, წვრილი (0,8- 0,9 მმ) ღია ყვითელი ან ყავისფერი შეფერვის ტანი, ხავერდისებური ფრთებით და პირის მჩხვლეტავი ნაწილებით. მატლები უფრო მცირე ზომისანი, უფრთოები, მოთეთრო ან მომწვანო-მოყვითალი ფერისანი არიან. ისინი სხვადასხვა მცენარეებზე ბინადრობენ, უმეტესად სათბურებსა და ორანჟერეებში.

ზაფხულის განმავლობაში მდედრი , 100 მუქი ფერის კვერცხს დებს მცენარის კანქვეშ ქსოვილში — თითო-თითოს. 3-7 დღის შემდეგ ჩნდებიან მატლები, რომლებიც მაშინვე კვებას იწყებენ ზრდასრული თრიფსების მსგავსად.

ბუგრები  – ბოსტანის, ბაღჩის და ხეხილის ბაღების სერიოზული მავნებელია.

აბლაბუდიანი ტკიპა  – აზიანებს კიტრს, საზამთროს, ნესვს, პომიდორს და სხვა კულტურებს. განსაკუთრებით სახიფათოა დაცულ გრუნტში.

რეცეპტი

ერთ ვედრო ხახვის ფურცელს ასხავენ – 2 ვედრო (რაოდენობები საჭიროების მიხედვით – შეფარდება 1/2-ზე). ვასხავთ, ანადუღარ, ცხელ წყალს (დაახლოებით 40°С), გავაჩერებთ 2 დღე და გავწურავთ, შემდეგ ვამატებთ საყოფაცხოვრებო საპონის (72 %) ნაჭრებს 50 გრამი (ხსნარი, რომ კარგად გაჩერდეს ფოთლებზე), საპონი ბოლომდე უნდა გაიხსნას და ხსნარი მზად არის.

შესხურების წინ ხსნარი გავაზავოთ წყლით შეფარდება 1/2 – ზე. მიღებული ხსნარი უნდა დავასხათ მცენარეებს 3-4 ჯერ, ერთი კვირის ინტერვალით.

ხახვის ფოთლების ხსნარის შენახვა არ არის რეკომენდირებული, დაამზადეთ გამოყენების წინ.

ზოდად უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ჯიშები რომელსაც ვყიდულობთ, ითხოვენ გარკვეულ აგროტექნოლოგიას, შესაბამისად მცენარეთა დაცვის ან განოყიერების სქემას. ამიტომ როდესაც ვიყენებთ ხალხურ საშუალებებს, უნდა ვიცოდეთ რა ნივთირებების ჩანაცვლებას ვახდენთ აღნიშნულ სქემებში და რისი საჭიროება აქვს მცენარეს.

„აგროკავკასია“ გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი რეკლამა