ნამდვილი გუდის ყველი „ბექას ნობათში“ და მისი დამზადების წესი

„ბექას ნობათი“ გთავაზობთ – ნამდვილ, ნატურალურ, მამაპაპური ტექნოლოგიით დამზადებულ გუდის ყველს.

“ბექას ნობათის” მაღაზიები მდებარეობს ქალაქ თბილისში, დოლიძის 34 და ბახტრიონის 13 – ში. ზოგადად „ბექას ნობათში“ იყიდება ხორცი და ხორცპროდუქტები: ძროხა, ხბო, ღორი, ქათამი და ბატკანი. რძე და რძის პროდუქტები (მათ შორის ყველი), კვერცხი და სხვა.

“ბექას ნობათი“ ფერმერებს საშუალებას აძლევს, შეიტანონ და გაყიდონ ნატურალური, გამორჩეული პროდუქტი. ასე მოხვდა დახლზე მეცხვარე-ფერმერის ბადრი ლეკაიძის გუდის ყველი.

გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ბადრი ლეკაიძესთან, სადაც გვიმხელს, როგორ ამზადებს გუდის ყველს ძველი, მამაპაპური ტექნოლოგიით.

ინტერვიუ მეცხვარე ბადრი ლეკაიძესთან

– როგრ ხარ თუშურაო? ბადრიავ მოჰყევი შენზე ერთი-ორი სიტყვით

– ბალღობიდან ცხვართანა ვარ, დავამთავრე თელავის იაკობ გოგებაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია-სამართალის ფაკულტეტი, მყავს მეუღლე და ორი შვილი, ახლა 36 წლისა ვარ.

– ცხვარი რამდენი გყავს ახლა და სად დაგიდის?

– ცხვარი მყავს 1500 სულამდე დიდი-პატარა ერთდ, ცხვრიდან წელიწადში დაახლოებით 3 დან 3.5 ტონამდე ყველს ვაკეთებ. ცხვარი ზაფხულობით თუშეთში დამიდის, ზამთრის ბინა კი სამუხის ველზე მაქვს, ორივეგან საზღვარს ვამაგრებ.

– ვიცი რო ბოლომდე არ გაგვიმხელ, მაგრამ ზოგადად მაინც მოგვიყევი როგორ ამზადებ ამ გუდის ყველსა?

– კასრს, სადაც ყველს ვაკეთებ ნაბადს შემოვახვევ ხოლმე რომ რძე ერთ ტემპერატურაზე იყოს და წველის მომენტში არ გაგვიცივდეს, წველა 4-5 საათი გრძელდება, კასრის ძირშიც მოჯდაგებია (ცხვრის ან ბატკნის დამარილილებული ტყავი) გაშლილი. შემდეგ რძე იწურება ჭინჭრაში რომ ჭუჭყი და ბეწვი არ გაყვეს (ნორჩ ჭინჭარს აქვს ბუსუსები და ის მაგრად ფილტრავს რძეს).

შემდეგ ვამზადებ თავად გუდას: სპეციალურად გატყავებულ ცხვრის ან ყოჩის ტყავს (ბატკანის და თოხლის ან ციკნის არ გამოდგება) თბილ წყალში ვალბობ 2 საათი და მერე წმინდად გავკრეჭავ, მოვაკრავ პირზე და გავბერავ ნახვრეტი რო არ ქონდეს და მერე 3-4 ჯერ ცხელ წყალში ვრეცხავ ნაკრეჭი ბეწვი და ქონი რო არ გაყვეს.

თავად ყველის ასე ვამზადებთ: თბილ რძეში 36 გრადუს ტემპერატურაზე როა ჩავუშვებ შაბოშს (რძის დედო, რომელიც ბატკნის ან ბოჩოლის კუჭისგან კეთდება), როლმაც რძე საათი და 15 წუთიდან საათ და 25 წუთამდე პერიოდში უნდა შეადედოს, თუ ამ დროში არ შეადედა მაშინ რძე არ გაცივებულია ან შაბოშ ი არ ვარგა და თვალსა და სიყვითლესა კარგავს. ამის შემდეგ ამოვიღებთ, სპეციალურად შეკერილ მარლაში და გავწურავთ, დავაცდით ასე 15-20 წუთი და ჩავალაგებთ ხოლმე წინასწარ მომზადებულ გუდაში. ჩალაგების მერე ვაყრით დაფხვნილ ქვამარილს, სხვა მარილი არ ვარგა, აუცილებლად ქვამარილი. ესაა გუდის ყველის ძველი, მამაპაპური დამზადების ტექნოლოგია.

რაც შეეხება საიდუმლოს, მაგას იმ კატისა არ იყოს ლომს რო ხეზე ცოცვა არ ასწავლა, ჩემთვის შავინახავ.

ამგავარად დამზადებული გუდის ყველი – „ბექას ნობათში“ 20 ლარი ღირს.

თქვენი რეკლამა