ირანელი ინვესტორი ყაზახეთში რძის ქარხანას აშენებს

ინვესტორი, ყაზახეთი, რძე

ირანული კომპანია Solico Group, ყაზახეთში წელიწადში 200 000 ტონა სიმძლავრის რძის ქარხნის აშენებას და ბავშვთა საკვების წარმოების ობიექტის გაშვებას გეგმავს.

ასტანაში ყაზახეთ-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები დაესწრნენ. თავის გამოსვლაში ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების წინადადება წამოაყენა.

„ირანი ყაზახური მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი მყიდველია. გასულ წელს სოფლის მეურნეობის სექტორში სავაჭრო ბრუნვამ 220 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში მარცვლეულის გაყიდვებმა 280 მილიონ დოლარს მიაღწია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მეწარმეებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებს ახორციელებენ. ამჟამად მიმდინარეობს არაერთი ერთობლივი პროექტი. ერთ-ერთი მაგალითია ირანული კომპანია Solico Group-ის მუშაობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წელიწადში 200 000 ტონის სიმძლავრის რძის ქარხნის აშენებას და ბავშვთა საკვების წარმოების ობიექტის გაშვებას გეგმავს“, – განაცხადა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა.

მან ასევე განაცხადა, რომ კიმპანიამ Kourosh Food Industry ყაზახეთის ბაზარზე შესვლის ინტერესი გამოთქვა, რომელიც მცენარეული ზეთების წარმოების ობიექტების გახსნას და საფრინველე მეურნეობის განვითარებას გეგმავს.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ირანელი მეწარმეებს ყაზახეთში თანამედროვე წარმოების ობიექტების გახსნაშესთავაზა.

თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის ყველაზე პერსპექტიული სფეროები გამოყო.

„ორივე მხარის კერძო სექტორმა უკვე გამოავლინა თანამშრომლობის არაერთი პერსპექტიული სფერო, როგორიცაა კასპიის ზღვაზე ირან-ყაზახეთის ერთობლივი საზღვაო კონსორციუმის შექმნა; აქტაუს პორტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საწყობებისა და განაწილების ცენტრის მშენებლობა; ყაზახეთში საკვები პროდუქტების წარმოებისა და შესაფუთი ქარხნის ერთობლივი შექმნა; ალმატიში ირანული სამშენებლო მასალების ექსპორტის პარკის გახსნა და თანამშრომლობის განვითარება მინერალური რესურსების, ნედლეულის გადამუშავებისა და რეგიონული ექსპორტის სფეროში. ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს ირან-ყაზახეთის ერთობლივი სავაჭრო საბჭოს შექმნას, პირდაპირი ფრენების დაწყებას, ბიზნეს ვიზების გამარტივებულ პროცედურებს და სავაჭრო გამოფენების ჩატარებას ორივე ქვეყანაში“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

წყარო: eldala.kz

თქვენი რეკლამა