ქიშმიში გაციების, სურდოსა და ყელის ტკივილის წამალი

ხალხური

ხალხურ მედიცინაში ქიშმიში ძალიან ფასობს მისი სამკურნალო თვისებების გამო, იგი გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის ისეთი როგორიცაა გაციება, სურდო, ყელის ტკივილი.

გაციების, ყელის ტკივილის და სურდოს დროს გამოიყენება ასეთი ნაყენი:

  • 40 გ. გარეცხილი ქიშმიში ჩაალბეთ ანადუღარ ცივ წყალში, გააჩერეთ 50 წუთი, წყალი გადაწურეთ, ძილის წინ დაასხით ერთი ჭიქა ცხელი რძე და ისე მიიღეთ;
  • 100 გ. ქიშმიშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ხახვი. ნაყენი უნდა მიიღეთ 3-4 სუფრის კოვზი ყოველი ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

ქიშმიშის სასარგებლო თვისებები

ქიშმიშის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი, მას იყენებენ იმუნიტეტის ასამაღლებლად, დამამშვიდებელ საშუალებად, სასარგებლოა დაბალი არტერიული წნევისა და დაბალი ჰემოგლობინის დროს.

ქიშმიშს იყენებენ აგრეთვე ცხელების, საერთო სისუსტის, გულისა, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების დროს, იგი ძლიერი ანტიოქსიდანტია.

ქიშმიში ინარჩუნებს ყურძნის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას, ვიტამინებს – 70-80%-ით, მიკროელემენტებს კი 100%-ით.

ქიშმიშში უხვად არის ვიტამინები მათ შორის – B1, B2, B3, B5, B6, B9, PP, C და K. მინერალები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე კაროტინს, შაქრებს, ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.

ქიშმიშმა შეიძლება გავნოთ

ყველასთვის ცნობილია, რომ ყურძენი თავისთავად ძალიან კალორიული პროდუქტია, ქიშმიშში კი შაქრის კონცენტრაცია 8-ჯერ მეტია ვიდრე ყურძენში. ზოგადად ნებისმიერი ჩირის გამოყენებისას საჭიროა ზომიერების დაცვა.

ქიშმიში არა არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც კუჭის წყლული აქვს, ზოგადად როდესაც სამკურნალოდ ვიყენებთ რაიმე პროდუქტს, აუცილებელია კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან.

იხილეთ აგრეთვე: საქართველოში ქიშმიშის წარმოების შესახებ

თქვენი რეკლამა