ტარხუნა – ქართული სამზარეულოს მარგალიტი

ტარხუნა

ტარხუნა (Artemisia dracunculus) რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი, სინთლის მოყვარული მცენარეა. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს.

იყენებენ მწვანილად, კულინარიაში, ლიქიორის მრეწველობაში, პარფიუმერიაში, საკონსერვო მრეწველობაში. ამრავლებენ თესლით, ბუჩქის დაყოფით, ფესვის ამონაყარით და კალმით. ტარხუნა ცუდად იტანს ჭარბტენიან, თიხნარ და მძიმე ნიადაგებს, დარგვა კარგია გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

ტარხუნა ერთსა და იმავე ადგილზე მოდის საკმაოდ დიდხანს. დარგვისას რიგებს შორის მანძილი 50-70 სმ, მცენარეებს შორის 30-40 სმ.

ტარხუნა, ითვლება სხვადასხვა ვიტამინის, ამინომჟავის, მაკრო და მიკროელემენტების წყაროდ. პროდუქტი შეიცავს: C, PP, B6, B2, A, B9, B1, E ვიტამინებს. ასევე რკინას, თუთიას, იოდს, მანგანუმს, სპილენძს. ვიტამინები და მისი სასარგებლო ნივთიერებები ამცირებენ ან აქრობენ ნაოჭებს, ასაკობრივ ლაქებს, კანს ანიჭებენ ელასტიურობას.

ტარხუნა ეხმარება ისეთ დარღვევებს,როგორიცაა: უძილობა, ნერვული მოშლა და დეპრესია, ათეროსკლეროზი, ნაწლავის სპაზმები, ართრიტი, რევმატიზმი, პნევმონია, ბრონქიტი, ტუბერკულოზი, კუჭნაწლავის, ღვიძლისა და თირკმლების დაავადება, ცისტიტი, სისხლძარღვების პრობლემები, ავიტამინოზი. იგი სპობს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების გავლენას, ეწინააღმდეგება კანის დროზე ადრე დებერებას, აფერხებს ორგანიზმში ონკოლოგიური წარმონაქმნების გაჩენას.

ტარხუნაში დიდი რაოდენობითაა P და E ვიტამინი. რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ამიტომ ის საუკეთესოა ბავშვებისთვის, მართალია ბავშვებს ტარხუნა არ უყვართ, მაგრამ არასდროს ამბობენ ლიმონათზე უარს. ლიმონათი სახლში დაამზადეთ, რომელიც გაცილებით სასარგებლო იქნება, ვიდრე მაღაზიაში შეძენილი. 50 გრამი ტარხუნა დაჭერით, დაამატეთ 100 გრამი შაქარი და 200 გრამ წყალთან ერთად დააბლენდერეთ, გადაწურეთ, ტარხუნის მასა ორ ლიტრ წყალში გახსენით, დაუმატეთ ლიმონის ახლად გამოწურული წვენი და მიირთვით.

საუკეთესოა იგი კბილის ტკივილის დროს, დაღეჭეთ ნედლი ტარხუნის ფოთოლი. ასევე საუკეთესოა სტომატიტის სამკურნალოდ: დაფშვნილ ტარხუნას ურევენ ნაღების კარაქში და მალამოს სახით ისვამენ ღრძილებზე. ამ მალამოთი შეგიძლიათ დაიზილოთ მტკივანი ადგილები რადიკულიტის დროს; კარგია ნევროლოგიური დარღვევების დროს: 200 გრამ ნედლ ტარხუნას დაამატეთ ერთი ლიტრი მდუღარე წყლი, გააჩერეთ 24 საათი, გადაწურეთ და მიირთვათ 100 გრამი ჭამის წინ.

ავტორი: ლალი გოგინავა
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.

იხილეთ აგრეთვე: ტარხუნა – გამრავლება, დარგვა, მოვლა

თქვენი რეკლამა