წიგნი წარმოადგენს ცნობილი ქართველი აგრონომის ერმილე ნაკაშიძის მიერ 1929 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის „მევენახეობა – მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“ მეორე გამოცემას.
წიგნში განხილულია დასავლეთ საქართველოს რეგიონების – გურიის, სამეგრელოს, აჭარისა და აფხაზეთის – მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიული ფაქტები, ტრადიციები, ვაზის ჯიშები, ღვინის დაყენების წესები და თვისებები, სოკოვანი დაავადებებისა და ფილოქსერას მავნეობის შედეგები, ვენახის გაშენების წესები და ადგილები, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის გაზრდის ღონისძიებები და ასე შემდეგ.
წიგნი განკუთვნილია მევენახეობა – მეღვინეობის საკითხებით დაინტერესებული მკითხველთა წრისათვის.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ