გზამკვლევი სასაწყობო მურნეობის სწორი დაგეგმის და გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
ფერმერები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემებით დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი შიმშილობს. ამასთან ყოველწლიურად 1.3 მილიარდი ტონა სურსათი ქრება და ვერ მიდის მომხმარებლამდე, რაც მსოფლიოს მოსავლის მინიმუმ 20%-ს შეადგენს.
ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაშიც. ნედლეულის სწორი შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების ხარვეზების გამო, ხდება მოსავლის აღებისას პროდუქციის ექსპორტი იაფად, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში პირიქით იმპორტირება გაზრდილ ფასებში, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
მნიშვნელოვანია ფერმერებსა და მეწარმეებს შევთავაზოთ საცავის მოწყობის მეთოდიკა და ტექნოლოგიური რეჟიმები, რაც გახდება ბოსტნეულის სწორი შენახვის და დანაკარგების შემცირების საწინდარი.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ