არტიშოკი ხმელთაშუა ზღვისპირეთში გავრცელებული ბოსტნეულია. არსებობს 10 სახეობის არტიშოკი, საკვებად ძირითადად იყენებენ Cynara scolymus–ს.
გარეგნულად არტიშოკი დიდ ყვავილს ჰგავს, ხლო მისი შიგთავსი კი სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების ნამდვილი საცავია.
აღნიშნულ კულტურას გააჩნია საუკეთესო გემური თვისებები და გამოიყენება სხვადასხვა სახის კერძების დასამზადებლად (სალათები, სუპები, მოიხმარება ასევე შემწვარი და მოხარშული სახით ბრინჯთან ერთად და ა.შ.)
არტიშოკის გამრავლება
არტიშოკი უნდა დავრგოთ განათებულ, განოყიერებულ, ქარისაგან დაცულ ადგილას.
მრავლდება თესლით, ნერგებით, ფესვებით და ვეგეტატიურად (გადაწვენით).
შეიძლება გავზარდოთ როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი კულტურა, თუმცა არა 4 წელზე მეტი ერთ ადგილას! ვინაიდან ძველ მცენარეებს უმცირდებათ პროდუქციის ხარისხი და მოსავლიანობა!
თესლებით გამრავლების შემთხვევაში, დასათეს რიგთა შორის მანძილი უნდა იყოს 50–60 სმ. რიგებში ყრიან დაახლოებით 2–3 მარცვალს 45–55 სმ-ს დაშორებით 3 სმ სიღრმეზე. 10–12 დღის შემდეგ არტიშოკი იწყებს ზრდას. როცა მცენარეს უკვე გაუჩნდება 3–4 ფოთოლი, ფოთლებს აცლიან და უტოვებენ 1 მაქსიმუმ 2 ფოთოლს.
რაც შეეხება ნერგებით გამრავლებას, ასეთ დროს მას თესავენ სპეციალურად მომზადებულ ყუთებში, სათბურში ან ფანჯარაზე. კარგად გაზრდილი 55–65 დღის ნერგი (აპრილ–მაისში, როცა უკვე დათბება) უნდა გადაირგოს მიწაში 3–5 სმ–ის სიღრმეზე.
ფესვებით გამრავლების დროს, არტიშოკს ფესვს აჭრიან გამონაზარდებს. შემდეგ ამ ფესვებს გადარგავენ ყუთებში და გადააქვთ მზიან, თბილ ადგილას გასაზრდელად. გაზრდილი ნერგები კი ჩვეულებრივად გადააქვთ მიწაში და მომზადებულ რიგებში რგავენ.
არტიშოკის მოვლა
არტიშოკის მოვლა მდგომარეობს შემდეგში:
ბალახისაგან და ზედმეტი ფოთლებისაგან გასუფთავება, მინერალებითა და საქონლის სასუქით (ჟიჟით) პერიოდულად განოყიერება და რა თქმა უნდა, მორწყვა.
გაზრილი არტიშოკის “კალათს” (ნახევრადგახსნილს) ჭრიან 3–5 სმ ღეროსთან ერთად. არტიშოკის კარგი თვისება არის ასევე ის, რომ მისი შენახვა შეიძლება 2–3 თვე მაცივარში 1–2 გრადუსს ტემპერატურაზე, სასურველია პოლიეთელენის პარკში.
იმისათვის რომ დაიცვან მცენარე გაყინვისაგან, არტიშოკს შემოდგომაზე ჭრიან, ხოლო ფესვს ფუთავენ და დამატებით აყრიან ტორფსა და ფოთლებს.
არტიშოკის გამოყებება კულინარიაში
არტიშოკი ევროპის მრავალ ქვეყანაში მეტად პოლულარული და გამოყენებადი, სასიამოვნო გემოს ბოსტნეულია. განსაკუთრებით საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში. საჭმელად გამოიყენება, ყვავილადი, ხორცისებრი ე.წ ‘კალათი” (არტიშოკის თავი).
ახალი და დამწნილებული არტიშოკი გამოიყენება სალათებში, ხოლო მოხარშულ არტიშოკს მიირთმევენ სოუსთან ერთად.
არტიშოკი–დიეტური და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას, და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მისგან ამზადებენ სხვადასხვა სალათებს, აგრეთვე, ის მზადდება სხვადასხვა ხორცთან ერთად (ქათმის ფილე, საქონლის ქორცი, თევზი), ევროპაში არტიშოკს აქტიურად იყენებენ, როგორც პიცის ერთ–ერთ ინგრედიენტს, მისგან მზადდება სხვადასხვა სენდვიჩები.
არტიშოკის სასარგებლო თვისებები
გარდა გემური თვისებებისა, არტიშოკი გამოირჩევა ძალიან კარგი ქიმიური შემადგენლობით, შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს – С, В1, В2, В3, Р, А. ასევე შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავებს.
არტიშოკი ასევე წარმოადგენს დიეტურ პროდუქტს, ის კარგად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ და ითვლება სახამებლის შემცვლელად, რომელიც შესაძლოა მოიხმარონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა. უძველესი დროიდან ეს კულტურა გამოიყენება პადაგრისა და სიყვითლისაგან გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად.
არტიშოკი არის ღვიძლის და თირკმელების ძლიერი გამწმენდი საშუალება. საკვებად გამოყენების გარდა არტიშოკისაგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ნაყენებს, სამკურნალო ბულიონებს და გამოიყენებენ სამკურნალო დანიშნულებით. მისი ფოთლებისა და ყუნწების ნახარში გამოიყენება როგორც ქოლესტერინის დარეგულირების საშუალება, ასევე არეგულირებს შარდმჟავას კონცენტრაციას სისხლში.
გარდა ამისა აღნიშნული ნახარში ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი განიცდის დაღლილობას და საერთო სისუსტეს. დილას და საღამოს ნახევარ-ნახევარი ჭიქა არტიშოკის წვენის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ კონდიციებს და ეხმარება მას ძალების აღდგენაში.
ალჰოკოლის ზედმეტი დოზის მიღებისა და შედეგად მოწამვლის შემთხვევაში არტიშოკის წვენის მიღება მნიშვნელოვნად ანეიტრალებს ზედმეტი დოზით ალკოჰოლის მიღების შედეგად ორგანიზმში არსებულ მავნებ ნივთიერებათა მოქმედებას. პირის ღრუში არსებული ანთებითი პროცესების დროს მკურნალობის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს არტიშოკის წვენით და თაფლით დამზადებული სავლების გამოყენება.
სახალხო მედიცინაში არტიშოკი ცნობილია როგორც კარგი ნაღველმდენი საშუალება, როგორც სამკურნალო საშუალება პსორიაზის და ეკზემის წინააღმდეგ. თანამედროვე ფარმაკოლოგიაში არტიშოკისაგან მზადდება ბევრი სამკურნალო პრეპარატი, მაგალითად არტიშოკის ექსტრაქტი, რომელიც გამოიყენება თირკმელებში კენჭების, ათეროსკლეროზის და რამდენიმე სახის ალერგიის სამკურნალოდ.
გარდა ამისა, დამტკიცებულია რომ თუ ადამიანი იღებს სინთეტიკურ პრეპარატებს და პარალელურად საკვებად გამოიყენებს არტიშოკს, ხდება სინთეტიკური პრეპარატების უარყოფითი ზეგავლენის თითქმის სრული განეიტრალება.
თერმული დამუშავების შემდეგ არტიშოკის მოხმარება დასაშვების მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა. არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ არტიშოკს გააჩნია ონკოლოგიური დაავადებებისაგან დაცვის უნარი.
არტიშოკს იყენებენ აგრეთვე პირუტყვის საკვებად (მწვანე საკვები, სილოსი) და დეკორატიულ მცენარედ.
უკუჩვენებები
არტიშოკის მოხმარება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობა.
მომზდებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით: ecofarm.ge\georgianels.ge\agrokavkaz.ge\