აწეული კვლები ბოსტანში – გავაკეთოთ ჩვენი ხელით

აწეული, შემაღლებული, თბილი, კვლები

ყოველწლიურად იზრდება იმ ფერმერთა თუ მოყვარულთა რიცხვი, რომლებიც საკუთარ მეურნეობაში (კარ-მიდამოში, ბოსტანში და ა.შ) იყენებენ შემაღლებული (აწეული) კვლების ტექნოლოგიას.

არსებობს დასახელების რამდენიმე ვარიანტი: თბილი, მაღალი, აწეული… თუმცა მთავარი პრინციპია და არა დასახელება.

შემაღლებული კვალს (მწკრივს) აქვს რამდენიმე უპირატესობა, მათ შორის: ნაყოფიერი ნიადაგის კონკრეტულ ადგილზე შეტანა, დრენაჟის შესანიშნავი გარანტიაა-არ იტბორება, აადვილებს მცენარეთა დაცვას, განოყიერებას, დეკორატიულია და ა.შ.

kvali_marali_khe_73645453533330372

როგორ გავაკეთოთ შემაღლებული კვლები

  • აირჩიეთ გამოუყენებელი ადგილი;
  • გაწმინდეთ სარეველებისგან;
  • გადაბარეთ;
  • შემოსაღობად გამოიყენეთ, ხის მასალა, პლასტიკატი, კრამიტი და ა.შ;
  • სიმაღლე უნდა იყოს დაახლოებით 30 სმ;
  • ქვედა (უხეში) ფენა 10 სმ – ვაწყობთ: მშრალ ტოტებს, გამხმარ ფოთლებს, ხის ქერქს, ჩალას, ლერწამს (შეგიძლიათ გამოიყენოთ, ის რაც გაქვთ).
  • შემდეგ 10 სმ-ზე ვიყენებთ ორგანული სასუქს.
  • ბოლოს კი კარგ, ნაყოფიერი მიწას ვყრით.
  • ვრწყავთ კარგად და რამდენიმე დღით ვტოვებთ, ამ პერიოდში რეკომენდირებულია შავი მასალის (ცელოფანი, ხელოვნური მულჩი) გადაფარება.

მორჩა, შემაღლებული კვლები მზადაა!

aweulii_kvlebi_4994045711119075

უხვ მოსავალს გისურვებთ!

იხილეთ აგრეთვე: მარწყვი — შემაღლებული ბაზო-კვლების გამოყენება

თქვენი რეკლამა