ბიოჰუმუსი-100% ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული სასუქი

ბიოჰუმუსი, ორგანული, ბიოსასუქი

თანამედროვე მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადამიანს შეუძლია დააჩქაროს ნიადაგის პროდუქტიულობის აღდგენა, შექმნას „ცოცხალი მიწა’’. სწორედ ამ პროცესს ემსახურება ბიოჰუმუსის შეტანა ნიადაგში.

ყველა განვითარებულ ქვეყანაში პრიორიტეტული ხდება ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების წარმოება. ამიტომ დღითი დღე მატულობს ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქების წარმოება და გამოყენება.

ბიოჰუმუსი წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ, ბიოლოგიურად აქტიურ ორგანულ სასუქს, რომელიც მიიღება ორგანული ნარჩენების გადამუშავების მეთოდით, სადაც მთავარ როლს  წვიმის ჭია (ჭიაყელა) ასრულებს.

ბიოჰუმუსი არის კონცენტრირებული ორგანული სასუქი. მასში დაბალანსებულია მთელი რიგი კომპლექსური საკვები ნივთიერებები.

მასში შედის მცენარისათვის აუცილებელი მიკრო- ელემენტები, ფერმენტები, ნიადაგის ანტიბიოტიკები, ვიტამინები, მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ჰორმონები  და რაც მთავარია ჰუმინური მჟავების მთელი კომპლექსი.

ბიოჰუმუსი და მისგან მიღებული ბიოპრეპარატების ინტენსიური გამოყენება სწრაფად აღადგენს დაუძლურებულ ნიადაგის აგრო-ტექნიკურ  მაჩვენებლებს. საგრძნობლად ამცირებს ნიადაგში ნიტრატებისა და ქიმიურ ნარჩენების დონეს, ასუფთავებს მძიმე მეტალებისაგან, აფერხებს პათოლოგიური მიკრო-ფლორის განვითარებას.

ასუფთავებს სავარგულებს სარეველა ბალახისგან, ბიოჰუმუსის  გამოყენება საგრძნობლად ამცირებს მინერალური სასუქების და შხამ-ქიმიკატების რაოდენობას და დონეს, ზრდის მოსავლიანობას და ამცირებს ცოცხალი შრომის დანახარჯებს.

ბიოჰუმუსის მომხმარებელთა წრე ძალიან ფართოა, კერძოდ: ყველა ბიოპროდუქტების მწარმოებელი ფირმა თუ ფერმერი, სასათბურე და სანერგე მეურნეობები, მევენახეობის თუ მებოსტნეობის სფეროები, ქალაქის გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახურები, სპორტული მოედნების მომსახურე ფირმები,  ყვავილების მოყვარული ყველა დიასახლისი თუ ოფის-მენეჯერი.

ჭიაყელის ბიომასა უნიკალური და საკმაოდ ძვირადღირებული საკვები დანამატია, ბიოჰუმუსი — ეს არის 100%-იანი ორგანული სასუქი და ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღების ერთ-ერთი გარანტი.

მოქმედების ეფექტი  მისი ნიადაგში შეტანიდან  4-5 წლის განმავლობაში გრძელდება, სხვადასხვა კულტურებში მოსავლიანობას ზრდის 30-70%-ით.

ბიოჰუმუსი აბსოლუტურად უვნებელია ნებისმიერი სახის ნიადაგისათვის.

ბიოჰუმუსის უპირატესობა:

→ არ შეიცავს სარეველა ბალახის თესლებს;
→ არ შეიცავს პათოგენურ მიკროფლორას;
→ არ შეიცავს მძიმე მეტალებს;
→ არ გააჩნია ადაპტაციის პერიოდი;
→ არ გამოირეცხება ნიადაგიდან;
→ ასუფთავებს ნიადაგს ნიტრატებისაგან;
→ ამდიდრებს ნიადაგს ყველა საჭირო მიკროელემენტებით;
→ მცენარე ბიოჰუმუსს პრაქტიკულად 100% ით ითვისებს.

ბიოჰუმუსის უპირატესობის მაჩვენებლები ნაკელისა და მინერალური სასუქების მიმართ

ბიოჰუმუსი როგორც ვიცით წარმოადგენს უნიკალურ მიკრობიოლოგიურ მინერალურ სასუქს, რომელიც მიიღება შინაური ცხოველის ნაკელისა და სხვადასხვა მცენარეული ნარჩენების გადამუშავებით ჭიაყელის მიერ.

ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწები სწრაფად კარგავენ აგროქიმიურ და ბიოტექნიკურ მაჩვენებლებს, თანამედროვე სასუქები კი იწვევენ ნიადაგის დაბინძურებას ნიტრატებითა და მძიმე მეტალებით. ესენი კი აუარესებენ პროდუქტის ხარისხს და ხშირ შემთხვევაში მათ ხდიან ჯანმრთელობისათვის სახიფათოს.

ბიოჰუმუსის მთავარი ღირსება სწორედ ნიადაგის გაჯანსაღებაა. იგი საგრძნობლად აუმჯობესებს ნიადაგის აგროქიმიურ მაჩვენებლებს, იზრდება ნიადაგის აერაციული დონე, მატულობს ჰიდროლოგიური მონაცემებიც.

ყველაფერი აქედან გამომდინარე მაღლდება საერთო პროდუქტიულობა, საგრძნობლად უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი და ხდება პრაქტიკულად ეკოლოგიურად სუფთა.

რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ამ მხრივადაც მომგებიანია ბიოჰუმუსის მასშტაბური გამოყენება.

ნაკელისა და მინერალური სასუქის ეფექტურობა ნიადაგში შეტანიდან მესამე წელს ფაქტიურად ნულს უტოლდება, ჰუმუსი კი მუშაობას განაგრძობს 5-6 წელი. მინერალური სასუქი აჩქარებს როგორც კულტურულ ასევე სარეველა მცენარეების ზრდა-განვითარებას.

ბიოჰუმუსის ხშირი შეტანა კი ფაქტიურად ასუფთავებს ნიადაგს სარეველებისაგან რადგან ნაკელისაგან განსხვავებით მასში არ არსებობს მათი თესლები. აქედან გამომდინარე ძირეულად მცირდება მექანიკური შრომის დანახარჯი სარეველებისაგან განთავისუფლებისათვის.

1 ჰა ფართობის მქონე ტერიტორიაზე თუ საჭიროა 40-60 ტ. ნაკელის შეტანა, იგივე ეფექტი მოაქვს  3-5ტ. ჰუმუსის შეტანას. ე.ი.აქაც იზოგება ცოცხალი შრომა.

მომზადებულია biogumus.ge-ის მასალების მიხედვით.

კონტაქტები:

საიტი:               http://biogumus.ge
ტელ:                 +995 577 457 457
e-mail:              contact@biogumus.ge

თქვენი რეკლამა