მარწყვი – შემაღლებული ბაზო-კვლების გამოყენება

მარწყვი, ბაზო

მარწყვის გაშენების ოპტიმალური მიდგომაა შემაღლებულ ბაზო კვლებზე გაშენება.

როგორც წესი, მარწყვს რგავენ, დაახლოებით, 20 სანტიმეტრის სიმაღლის შემაღლებულ კვლებზე.

შემაღლებული კვლების გამოყენება ხელს უწყობს ადრეული მოსავალის აღებას, ნიადაგის კარგ დრენაჟს, მწერებთან და დაავადებებთან ბრძოლასა და უხვი მოსავლის აღებას.

თუმცა, მეტისმეტად მძიმე ან თიხოვან ნიადაგზე არცთუ ისე ადვილია კარგი კვლის მოწყობა, ვინაიდან ასეთ ნიადაგში იოლად წარმოქმნება ბელტები ან გამაგრებული კოშტები.

ნიადაგის შესაბამისად მომზადება ძალზე მნიშვნელოვანია დასარგავი შემაღლებული ბაზო კვალის სათანადოდ ჩამოსაყალიბებლად.

bazo_kvlebi_marwyvi_411111025222222000272

მარწყვის დასარგავად შერჩეული ნიადაგი სათანადოდ უნდა მომზადდეს დარგვამდე დიდი ხნით ადრე.

იგი  მოიცავს მიწის დამუშავებას, მოხვნას და გაფხვიერებას. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი კარგად გაფხვიერებული ნიადაგი, რომელსაც არ ექნება ქერქი და არ იქნება დატკეპნილი. დატკეპნის გამოსწორება შეიძლება ღრმა მოხვნით (30-დან 35 სმ სიღრმეზე).

გარდა ამისა, გამოიყენება მრავალბოლოვანი ფენის გასაფხვიერებელი აღჭურვილობა („ჩიზელები“, „რიპერები“), რომელიც ნიადაგში 50-დან 60 სმ-მდე სიღრმეზე ჩადის, უზრუნველყოფს ნიადაგის აერაციას, გაფხვიერებას და დაარღვევს ნიადაგში არსებულ გამაგრებულ მკვრივ ფენებს.

ნიადაგის სათანადო მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია მარწყვის ფესვთა სისტემის კარგად განვითარებისთვის. მცირე მეურნეობებში, კარმიდამოში იყენებენ მცირე გაბარიტიან ტექნიკას.

bazo_kvlebi_marwyvi_3000004570000915

დასარგავი კვლების რიგების ფორმირებისთვის, როგორც წესი, გამოიყენება როტაციული კულტივატორები და „ბედების“ წარმომქმნელი მანქანა-იარაღები, მაგრამ ამის გაკეთება ხელითაც შეიძლება.

bazo_kvlebi_kheliTi_300035771119

მცირე მეურნეობაში ან კარმიდამოში, იყენებენ აწეული კვლების ტექნიკასაც

bazo_kvlebi_marwyvi_51111755509111145

შემაღლებულ ბაზო კვლებად მომზადებული, კარგად დამუშავებული ნიადაგი იდეალურია მარწყვის გადასარგავად.

მარწყვის კვლის სტანდარტული ზომებია 80 სმ სიგანის კვალი საფუძველთან, რომელიც 75 სმ სიგანისაა ზედა ნაწილში და 25 სმ სიმაღლის. ზედა ნაწილი კარგად ამობურცულია კარგი დრენაჟირებისთვის. მანძილი კვლების ცენტრებს შორის 1.5 მეტრია.

bazo_kvlebi_marwyvi_11110115111751000081

კვლების ამაღლებები უნდა იყოს თანაბარი, რათა ხელი შეეწყოს მორწყვის ზრდის ერთგვაროვნებას. უსწორმასწორო კვლების შედეგად მცენარეებს განსხვავებული სიძლიერე ექნებათ.

წყარო: მარწყვის ბაღის გაშენება

იხილეთ აგრეთვე: აწეული კვლები ბოსტანში – გავაკეთოთ ჩვენი ხელით

თქვენი რეკლამა