სასუქის გამოყენება ხეხილში – იოტოს რჩევები

იოტოაგრო, სასუქი

ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად მცენარეთა კომერციული სასუქებით გამოკვება უდრის საკვები ელემენტების მოთხოვნას გამოკლებული მათი ბუნებრივი მიწოდება ნიადაგიდან, სარწყავი წყლიდან და სხვა რესურსებიდან.

მოთხოვნა

     საკვები ნივთიერებების მოთხოვნა გულისხმობს იმ ელემენტების ერთობლიობას, რომელიც მცენარეს სჭირდება ზრდა-განვითარებისა და ნაყოფმსხმოიარობისთვის. მათ შორის, ნაყოფების, ფოთლების, ყლორტების, ტოტების, ფესვების და სხვა მრავალწლიანი ორგანოებისათვის.

ფორმულა 1 = (მოთხოვნას – მიწოდება)

    ხე-მცენარეების მიერ  გამოტანილი საკვები ელემენტების გაანგარიშებამ, შესაძლებელი გახადა მათზე მთლიანი მოთხოვნის განსაზღვრა. ვაშლსა და სხვადასხვა ხეხილში, აზოტის (N) საჭიროების 90 %, უშუალოდ ნაყოფისა და ერთწლიანი ტოტების განვითარებაზე მოდის.

    აზოტი, გამომდინარე მისი მოძრავი ბუნებიდან ნიადაგსა თუ მცენარეში, დიდი შანსია რომ სრულად ვერ აითვისოს მცენარემ, აქედან გამომდინარე, კვების სქემების შედგენისას, საჭიროა მისი ეფექტურობის კოეფიციენტის გათვალისწინება ნიადაგური პირობების მიხედვით და გამოყენებისას მისი მცირე პორციებად დაყოფა.

     ფოსფორისა (P) და კალიუმის (K) შემთხვევაში კი, უპირველესად ნაყოფზე და შემდეგ ფოთლებზე იხარჯება მათი საერთო რაოდენობის 75 %-ზე მეტი.

თუ ვივარაუდებთ, რომ ფოთოლი და გასხულული ტოტები ისევ ნიადაგს უერთდება გარკვეული წრებრუნვის სახით, უმთავრესად უნდა დაანგარიშდეს ნაყოფების მიერ გამოტანილი საკვები ნივთიერებები.

     ცხრილი N1-ში მოცემულია რამდენიმე წყაროსა და ავტორისგან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ხე-მცენარის მიერ გამოტანილი საკვები ელემენტების რაოდენობების ცოდნისათვის.

ცხრილი 1. საკვები ელემენტების გამოტანა 1 ტონა მოსავლისთვის

იოტოაგრო, სასუქი

    ფოსფორისა და კალიუმის დოზები, ნიადაგში მათი ნაკლები მობილურობის გამო, შესაძლოა გაანგარიშდეს მხოლოდ მოსავლის გამოტანის მიხედვით, თუ ნიადაგში არის მათი ადეკვატური რაოდენობა.

    მიკროელემენტების (თუთია (Zn), მანგანუმი (Mn), გოგირდი (S), რკინა (Fe), ბორი (B), სპილენძი (Cu)) შემთხვევაში, რადგან მოთხოვნა მცირეა, მათი დაკმაყოფილება შესაძლებელია ფოთლოვანი შესხურებითაც. (შენიშვნა: თუთიის და ბორის გამოყენება რეკომენდებულია ყოველწლიურად).

იოტოაგრო, სასუქი

ასევე ყურადღსაღებია, რომ ნიადაგის მწვანე საფარსა და სარეველებსაც გააჩნიათ თავიანთი მოთხოვნა საკვებ ნივთიერებებზე.

    მოთხოვნის განსაზღვრის შემდეგ, უნდა დადგინდეს, თუ რა რაოდენობის დამატებითი საკვები ნივთიერებების მიღება შეუძლია მცენარეს ნიადაგიდან და სხვა რესურსებიდან.

მიწოდება

   ნიადაგის მინერალიზაცია, საკვები ელემენტები სარწყავი წყალში და საჭიროების შემთხვევაში, ნიადაგის pH-ის და მარილიანობის დასაკორექტირებლად გამოყენებული საშუალებები (გოგირდი, კირი, თაბაშირი) აუცილებლად გასათვალისწინებელი წყაროებია მცენარის კვებაში, რაც უნდა დაიტვალოს და გამოაკლდეს კომერციული სასუქების რაოდენობას.

          ფოსფორი (P)

    ეს ელემენტი ძირითადად შეკავშირებულია ნიადაგის ნაწილაკებთან. ქანების გამოფიტვის შედეგად გამოყოფილი ფოსფატის იონები გადანაწილდებიან ნიადაგსა და წყალში. ნიადაგის pH გავლენას ახდენს ფოსფორის ხელმისაწვდომობაზე და ამიტომ მისი ოდნავი ცვლილებაც კი მოქმედებს მცენარის მიერ ამ ელემენტის მცენარის ათვისებაზე. ნიადაგის ანალიზის საშუალებით დგინდება ფოსფორის ხელმისაწვდომობა მცენარის ფესვებისთვის. ოლსენის მეთოდი რეკომენდებულია საშუალოდ ტუტე და ტუტე ნიადაგებზე. ეს მეთოდი ეყრდნობა “ჩანაცვლების” იდეას, როდესაც ნიადაგში ფოსფორის დონე არის ოპტიმალურ დიაპაზონში (15-40 მგ/კგ), რის შემდეგაც, მცენარეს დამატებით მიეწოდება კომერციული სასუქი, სავარაუდო მოსავლიანობის შესაბამისად (ცხრილი 2).

           კალიუმი (K)

     ნიადაგებში კალიუმი არსებობს 3 ფორმით: მინერალური, გაცვლითი და ხსნადი. მინერალის სახით კალიუმი გვხვდება მინდვრის შპატებსა და სილიკიტებში, რომლის გამოფიტვა და საკვებ იონებად გარდაქმნა ნელა მიმდინარეობს. გაცვლითი კალიუმი კი ადსორბირებულია (ადსორბცია: მყარი ნივთიერების ზედაპირის მიერ აირადი ან თხევადი ნივთიერების შთანთქმის პროცესი) თიხის კოლოიდებზე და წონასწორობაში იმყოფება ხსნად კალიუმთან. ესეიგი, როდესაც მცენარის ფესვები შეიწოვენ ხსნად კალიუმს, თიხის კოლოიდებზე არსებული ადსორბირებული კალიუმი უმალ გადადის ხსნად, მცენარესთვის შესათვისებელ ფორმაში. რეკომენდებული მეთოდი აქაც ეყრდნობა ჩანაცვლების იდეას, როდესაც ნიადაგში არის კალიუმის ოპტიმალური დონე 150-250 მგ/კგ (150-250 ppm) და დამატებით შედის ნიადაგში, სავარაუდო მოსავლით გამოსატანი კალიუმის მიხედვით (ცხრილი N2).

             აზოტი (N)

    ნიადაგის ორგანული ნაწილიდან, მინერალიზაციის გზით, მცენარეთა ფესვთა სისტემისთვის გამოიყოფა აზოტი და აქედან გამომდინარე, ნიადაგის ორგანიკის დონე კარგი ინდიკატორია მცენარის აზოტით უზრუნველყოფის მაჩვენებლის. ყოველწლიურად, ნიადაგის 1 % ორგანულ ნაწილზე, მცენარისთვის ხელმისაწვდომი 22 კგ აზოტი მოდის. თუ ნიადაგში არის 1 %-ზე მეტი ორგანული ნაწილი, შესაძლებელია მისი დაანგარიშება და შესაბამისად, დამატებით მისაწოდებელი კომერციული აზოტოვანი სასუქის დოზებისთვის გამოკლება.

    აქ გასათვალისწინებელია, რომ აზოტის მინერალიზაციის მაჩვენებლი განსხვავდება ტენიანობის, ტემპერატურისა და ბიოლოგიური აქტივობების მიხედვით.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი ლაბორატორია ანალიზებში უთითებს ნიადაგის ორგანულ ნახშირბადს (SOC), ხოლო ზოგი ნიადაგის ორგანულ ნაწილს (SOM). ნიადაგის ორგანული ნაწილი გამოითვალება ასე: მთლიანი ორგანული ნახშირბადის პროცენტული რაოდენობა X 1.72-ზე.

    აზოტის წყაროა ასევე ნაკელი და კომპოსტი, საიდანაც აზოტი ნელნელა გამოიყოფა. ნიადაგის ტემპერატურა-ტენიანობაზე და ნახშირბადი/აზოტის თანაფარდობაზე დამოკიდებულობით, 5-30 % აზოტი გამოთავისუფლდება ყოველწლიურად ნიადაგში შეტანილი ნაკელ-კომპოსტიდან.

   ეს ხდება გამოყენებიდან 1-2 წელიწადში. ამ დროის გასვლის შემდეგ, დარჩენილი აზოტი ებმება ნიადაგის ორგანულ ნაწილს და აქედან აზოტის გამოთვლა უკვე ზემოთხსენებული წესის მიხედვით ხდება. ნაკელი და კომპოსტი ასევე შეიცავენ ფოსფორ-კალიუმს და სხვა ელემენტებს, მაგრამ მათი გამოთვლა ხდება შეტანის შემდეგ ანალიზის მიხედვით.

მოსაზრებები სარწყავ წყალზე

    წყალი შეიცავს უამრავს სხვადასხვა მინერალს, რომელთა მრავალფეროვნება დამოკიდებულია წყლის რესურსზე (მდინარე, ჭაბურღილი და ა.შ.)

   მიუხედავად იმისა, რომ მათი კონცენტრაციები წყალში ძალიან მცირეა, მთლიანობაში მთელი წლის მორწყვისას, შესაძლებელია მათი მნიშველოვანი რაოდენობები მიეწოდებოდეს ნარგაობებს. სარწყავი წყლიდან  ნიადაგში გადასული საკვები ელემენტების გამოანგარიშება, განოყიერების სქემების სწორად შედგენაში დაგვეხმარება.

   ვინაიდან, მცენარე ფესვებიდან ითვისებს საკვები ნივთიერებების ხსნად ფორმებს, სარწყავ წყალში შემავალ ელემენტებს აქვთ პოტენციალი, რომ მისაღებ კვების წყაროს წარმოადგენდნენ მცენარეთათვის. საუბარია აზოტის (N) ნიტარტულ (NO3) ფორმაზე.

   ასევე, მეორეს მხრივ საყურადღებოა, სარწყავ წყალში შემავალ ნაერთებს, მათ შორის კარბონატებს, შეუძლიათ მიიერთონ და დაბლოკონ ხელმისაწვდომი ელემენტები, როგორიცაა ფოსფორი და ზემოქმედება მოახდინონ ნიადაგის pH-ზე.

იოტოაგრო, სასუქი

 სასუქის ეფექტურობა

     მცენარის მიერ გამოყენებული საკვები ნივთიერებების პროცენტული რაოდენობა, შეფარდებული მთლიან რაოდენობასთან, გასნსაზღვრავს სასუქის ეფექტურობას. აზოტი შეიძლება დაიკარგოს დენიტრიფიკაციის, გამორეცხვის, აორთქლების გამო. ამ დანაკარგების სიდიდე განსხვავდება. მაგალითად, ქვიშიან ნიადაგებში გადაჭარბებულმა  დრენაჟმა და გამორეცხვამ შეიძლება გამოიწვიოს დანაკარგების საკმაოდ დიდი წილი, ხოლო მძიმე ნიადაგში, სადაც ცუდი დრენაჟი და წყლის ჭარბი რაოდენობაა, დენიტრიფიკაცია შეიძლება გახდეს აზოტის დაკარგვის მთავარი მიზეზი.

    ეფექტურობაზე გავლენას ახდენს მრავალი განსხვავებული ფაქტორი და მათი პროცენტულობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ბაღში, პირობების მიხედვით. მორწყვისა და ნიადაგის ტიპის გარდა, აზოტის გამოყენების მეთოდი, წყარო, გამოყენების დრო, სარეველა ან საფარი კულტურების არსებობა და კონკურენცია, ფესვების განვითარება და მრავალი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს მის ეფექტურობას. ზოგადად, ეფექტურობა განიხილება მხოლოდ აზოტისთვის მისი რთული ციკლისა და მობილურობის გამო. სხვა დანარჩენი საკვები ნივთიერებები ადვილად არ იკარგება, რადგან ნიადაგის კათიონების გაცვლით კომპლექსთან არიან დაკავშირებული. შემდეგი ცხრილი წარმოადგენს ეფექტურობის ზოგად შეფასებას სხვადასხვა ნიადაგური პირობებისათვის (ცხრილი 2).

(დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნიმუში 3)

ცხრილი 2.

იოტოაგრო, სასუქი

ნიმუში 3.

იოტოაგრო, სასუქი

სტატიაზე იმუშავა:        

აგრონომი: დავით დაბრუნდაშვილი
კომპანია: იოტო აგრო www.iotoagro.ge | 0322 11 1717
წყარო: https://treefruit.wsu.edu/orchard-management/soils-nutrition/fruit-tree-nutrition/

თქვენი რეკლამა