ლოკოკინას (ჰელიკულტურის) მოშენების ტექნოლოგიური პროცესები

პირველი ეტაპი – შერჩეულ ტერიტორიაზე უნდა იყოს შესწავლილი მიწის ანალიზი. მიზანშეწონილია ნიადაგის ნეიტრალური გარემო (მიწის pH-ი 6,5-7,5).

ნაკვეთთან ახლოს უნდა იყოს წყლის შემაგროვებელი ავზი, რომელიც მორწყავს ნაკვეთს. აუცილებელია ნიადაგის დამუშავება და საკვები ბაზის მომზადება ჰელიკუტურის ჩასასმელი მასალისთვის: ნაირბალახები – სამყურა, პერკო და სხვა ფხალეულის ჯიშები.

შერჩეული ნაკვეთი უნდა იყოს შემოღობილი ანტისეპტიკური ბადეებით (ნიადაგში 0,5 მ სიღრმით და ნიადაგს ზემოთ 0,5 მ), რომლებიც იცავენ ტერიტორიას მწერების, მღრღნელებისა და სხვადასხვა დაავადებებისგან. ზემოდან სექციები აგრეთვე დაცულია ფრინველის საწინააღმდეგო ბაადებით. გარდა ამისა, ფრინველის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია სპეციალური ქვემეხების გამოყენება. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ადრე გაზაფხულზე.

სექციების ფართობი 50-70 მ2-მდე. ხის პანელების მომზადება – როგორც საჩრდილობლების, ისე უამინდობისგამ დასაცავად, სარწყავი სისტემის მომზადება. ზაფხულის პერიოდში დანამვა ყოველდღიურად ყოველ 2 საათში.

მეორე ეტაპი – მეურნეობის ტერიტორიაზე წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული ინკუბატორის მოწყობა (შენობა ფანჯრების გარეშე, სპეციალური განათებით), სადაც იწყება ლოკოკინის მოშენება. შენობაში უნდა იყოს შეყვანილი წყლის მუდმივი წყარო.

ინკუბატორის შენობაში უნდა იყოს გათვალისწინებული 3 დარბაზი – პირველში (60-8-კვ.მ) მაგიდებზე მოწყობილია სპეციალური პანელები, სადაც ხდება წინასწარ გადარჩეული ლოკოკინების ინდივიდებს შეწყვილება.

მაგიდის გვერდებზე მიმაგრებულა ცხაურას ნაწილი, რომელიც მუდმივად ირეცხება, რაღა ა რმოხდეს მისი დაბინძურება. ეს პროცესი ხდება 16-20°C. ამის შემდეგ განაყოფიერებულ ლოკოკინებს აგროვებენ კონტეინერებში და გადაჰყავთ მეორე დარბაზში, სადაც სპეციალურ მოწყობილ ნეშომპალის კონტეინერებში ისინი ყრიან ქვირითს. 10 დღის შემდეგ ქვირითიდან გამოდის პარკები და იჩეკება ლიფსიტები. ლიფსიტებს ინახავენ 10-14 დღე 10°C ტემპერატურაზე.

მესამე ეტაპი – გამოჩეკვიდან 14 დღის შემდეგ მიღებული ლიფსიტები გადაჰყავთ არეალში, ნიადაგზე. თითო კონტეინერში უნდა იყოს 600-700 ცალი ლიფსიტი. 1 არეალზე თავსდება 70 კონტეინერი. ტერიტორიაზე უნდა იყოს ხის პანელები, რომლების ფუნქცია არის დაიცვან ლიფსიტები უამინდობისგან.

ამ პერიოდში ლოკოკინები იკვებებიან დათესილი ნაირბალახებით. 25 დღის შემდეგ ლიფსიტებს კვებავენ გრანულირებული დაბალანსებული საკვებით, ასევე დამატებით აძლევენ ნედლ გახეხილ სტაფილოს. 4 თვის შემდეგ ლოკოკინა აღწევს სასაწონლო ცოცხალ მასას.

გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ხდება არეალის ყოველდღიური მორწყვა (დამოკიდებულია ამინდზე). სარეალიზაციოდ მომზადებული მიულერის ლოკოკინის ცოცხალი მასა შეადგენს 12 გრამს, ხოლო მაქსიმასი- 16 გრამს.

მეოთხე ეტაპი – მოსავლის აღება ხდება ჯიშების მიხედვით – მაქსიმას ჯიშს წელიწადში ერთხელ, ხოლო მიულერის ჯიში – წელიწადში 2-ჯერ (ზაფხულის დასაწყისი და ზამთარი). არსებული მოსავალი ინახება მაცივარში 5°C ტემპერატურაზე, შენახვის ვადა 6 თვემდეა.

კარგი მოვლა-შენახვის პირობებში 1 ჰა-დან შესაძლებელია მივიღოთ 20 ტ ლოკოკინა.

მოგება პირველ წელს შეადგენს 40%-ს, ხოლო მომდევნო წლებშ მოგება იზრდება და შეიძლება 100%-ს მიაღწიოს.

ლოკოკინა, ფერმა, მოშენება

საქართველოში შემოყვანილი ლოკოკინების ჯიშები

საქართველოში შემოყვანილია ლოკოკინის 2 ჯიში და ხდება მათი მოშენება – მაქსიმა (Helix aspersa Maxima) და მიულერი (Helix aspersa Muller).

ლოკოკინას Helix Aspersa Muller უწოდებენ პატარა ნაცრისფერ ლოკოკინას. ამ ლოკოკინის ზრდასრული ინდივიდის ცოცხალი მასა 6-დან 12 გრამამდეა. ნიჟარის ზომა 25-30 მმ, განსხვავდება ბაკანის ქვეშ თეთრი მანტიით. სრულფასოვანი და აქტიური ზრდისათვის ამ ჯიშის ლოკოკინას სჭირდება დაახლოებით 3-4 თვე თბილი ამინდი, ღამის ტემპერატურისას არანაკლებ 10°C.

გამრავლებისას მიულერის ლოკოკინა მიწაში დებს პარკს, რომლის საშუალო წონა 4 გრამია, ხოლო ქვირითის მარცვლის რაოდენობა 100-120 ცალს აღწევს. საშუალოდ, ლოკოკინა ერთ დებაზე ტოვებს 80 ქვირითის მარცვალს. ახლად გამოჩეკილი მიულერის ლოკოკინის ლიფსიტის გარჩევა მაქსიმის ლოკოკინისგან თითქმის შეუძლებელია.

ლოკოკინა Helix Aspersa Maxima დიდი ნაცრისფერი ლოკოკინაა, პრაქტიკულად 2-ჯერ მეტია მიულერის ლოკოკინაზე. ზრდასრული ინდივიდის ცოცხალი მასა 15-25 გრამია, ნიჟარის ზომა 40 მმ-მდეა. მცირე ნაცრისფერი ლოკოკინებისგან განსხვავებით, მას ბაკანის ქვეშ შავი მანტია აქვს. ვინაიდან ეს ლოკოკინა უფრო დიდია, მას მეტი დრო სჭირდება ზრდასრული ასაკის მისაღწევად- 4-5 თვე თბილი ამინდი. ღამის ტემპერატურა არ უნდა იყოს 14 °C-ზე დაბალი.

სიცივის შემთხვევაში ლოკოკინა წყვეტს აქტიურობას, კვებას და ზრდას. კვერცხდების პროცესში მაქსიმას ლოკოკინას შეუძლია მიწაში საშუალოდ 5 გრამიანი პარკის დადება, ხოლო ქვირითის მარცვლის რაოდენობამ შეიძლება 150 ცალამდე მიაღწიოს. საშუალოდ, ერთ პარკში დაახლოებით 100 ქვირითის მარცვალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სახეობის ლოკოკინა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, არ არის მიზანშეწონილი მათი შენახვა ერთსა და იმავე სექციაში.

ლოკოკინა, ფერმა, მოშენება

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

თქვენი რეკლამა