ესპანეთში ჟოლოს ფართობები მკვეთრად მცირდება

ჟოლოს

EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, ესპანეთში ჟოლოს ფართობების მკვეთრი შემცირების პროცესი მიმდინარეობს.

ფრეშუელვას (Freshuelva) ასოციაციის თანახმად, ესპანეთის მთავარი კენკროვანი პროვინციიდან, უელვადან, ახალი სეზონის მოსავლისთვის ჟოლოს ფართობი შეიძლება შემცირდეს 21,5%-ით, რაც ყველაზე დიდი შემცირებაა კენკრის კულტურებში. შედარებისთვის, მოცვის ფართობი შეიძლება გაიზარდოს ნახევარი პროცენტით.

ფართობის შემცირების მთავარი მიზეზი, როგორც დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, იყო ქარიშხალი ბერნარდი, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა ჟოლოს პლანტაციებზე.

თუმცა, ცხადია, გარდა ბერნარდისა, ჟოლოს ფართობების კლების სხვა მიზეზებიც შეიძლება არსებობდეს. ამ კენკრის ფასები წარმოუდგენლად დაბალი იყო ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, რამაც შეიძლება ასევე უარყოფითად იმოქმედოს ფერმერების სურვილზე, მოიყვანონ ჟოლო.

ჟოლოს ფართობის შემცირება 2024 წელს მოსალოდნელია ასევე სერბეთში, პოლონეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ახალი ჟოლოსა და მაყვლის უმსხვილესი ექსპორტიორია (ფასის მიხედვით) მსოფლიოში, ამ კენკრის ექსპორტიდან წელიწადში ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი შემოსავალი აქვს.

ესპანეთი სარგებლობს კლიმატით და ევროკავშირის უზარმაზარი ბაზრით.

ესპანეთს აქვს ახალი ჟოლოს ექსპორტის საშუალება გაზაფხულზე, მაშინ, ვიდრე შედარებით ცივი კლიმატის ევროპული ქვეყნების მწარმოებლები შემოვლენ ბაზარზე და შემდეგ შემოდგომის სეზონზე, როდესაც სხვა მწარმოებლებს უკვე დატოვებული აქვთ ბაზარი.

ესპანეთიდან ახალი ჟოლოსა და მაყვლის ექსპორტის მოცულობა შთამბეჭდავ 70 ათას ტონას აღწევს. ამავდროულად, ჟოლოსა და მაყვლის ექსპორტის მოცულობით, ესპანეთს ბოლო ორი წლის განმავლობაში მექსიკამ გაუსწრო, მაგრამ ექსპორტის ღირებულებით ესპანეთი კვლავ ლიდერობს მსოფლიოში.

წყარო: EastFruit

იხილეთ აგრეთვე: ჟოლო – დარგვა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა