ადგილობრივი ლობიოს ჯიშების M5 თაობის მახასიათებლები

ლობიოს

ადგილობრივი ლობიოს ჯიშების მეხუთე მუტანტური თაობის (M5) შეცვლილი ნიშან თვისებები და ბიო-სამეურნეო მახასიათებლები.

გაზაფხულზე, ვინაიდან 2022 წ-ის აპრილი საკმაოდ დაბალი ტემპერატურითა და უხვი ნალექით გამოირჩეოდა, რამაც შეუსაბამო გარემოება შექმნა თესვის ოპტიმალური პირობებისთვის, ამიტომ მაისის პირველ ნახევარში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის საცდელ ბაზაზე, დაითესა 2021 წლს მიღებული და შესასწავლად გამორჩეული მეხუთე თაობის სათესლე მასალის რამდენიმე ნიმუში ძირითადად 15; 20; 25 და 30 გრეის დოზით დასხივებულნი.

ლობიოს საკვლევ მასალაზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფენოლოგიური დაკვირვებები ვეგეტატიური განვითარების სხვადასხვა ფაზებზე, ხოლო მიღებული  მასალა კი ბიომეტრიულად დამუშავდა UPOV ის დესკრიპტორების მიხედვით.

ცხრილ #1 ში მოცემულია ღია გრუნტის პირობებში ლობიოს ჯიშ „კუტი საპარკე“ ს მეხუთე თაობის გასაშუალოებული ძირითადი ბიოლოგიურ-სამეურნეო მონაცემები:

ცხრილი # 1 ლობიოს ჯიშ „კუტი საპარკე“ ს ბიო-სამეურნეო მახასიათებლები

ლობიოს

როგორც ცხრილ #1 დან ჩანს ორი დოზის 15 და 25 გრეის საშუალო მონაცემები აჭარბებს საკონტროლო ნიმუშის მონაცემებს.

ვინაიდან აღნიშნული ჯიში საპარკე მიმართულებისაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარკების რაოდენობა და მწვანე პარკის ხარისხი, ამ თვალსაზრისით საინტერესოა 25-5/1 ის ფორმა, რომელიც პარკების რაოდენობით აჭარბებს 75 % ით სტანდარტს, ხოლო ერთი მცენარის მარცვლის რაოდენობითა  და  ერთი მცენარის მარცვლის წონით, შესაბამისად 77 % და 33 % ით.

საინტერესო აღინიშნოს ფორმა 25-5/5, რომელიც გარდა ბიო-სამეურნეო პარამეტრებით დადებითი სალდოსი, პარკების და ერთ მცენარეზე მარცვლის რაოდენობისა და მეცენარეზე მარცვლის წონით აჭარბებენ სტანდარტს შესაბამისად 17%, 8% და 23 % ით.

გარდა ბიომეტრიული მახასიათებლებისა, საინტერესოა სხვადასვა ნიშან-თვისებებით გამორჩევა, როგორებიცაა: მარცვლის ფორმა, შეფერილობა, წონა, ზომა და სხვ/ აღნიშნული ფორმა,  ფოტო ## 1 და 2 სწორედ, რომ ამ თვისებებითაა გამორჩეულნი. მაგ: ფრომა# 25-5/5 განსხვავდება სტანდარტისაგნ როგორც, შეფერილობით, ასევე ფორმით, ზომით,წონითა და ვეგეტატიური განვითარებით.

ლობიოს

ცხრილ #2 ლობიოს ჯიშ „გურული“ ს ბიო-სამეურნეო მონაცემები

ლობიოს

როგორც ცხრილიდან #2 ჩანს ლობიოს ჯიშ „გურულის“ ფორმა # 20-6/5 თვალნათლივ გამოირჩევა სტანდართან შედარებით, ძირითადი პარამეტრების მიხედევით. ასე მაგალითად: პარკების სრაოდენობით, ერთ მცენარეზე მარცვლების რაოდენობითა და ერთი მცენარეის მარცვლის წონით საკმაოდ აჭარბებს სტანდარტს შესაბამისად 82%, 156% და 116 % ით. სხვა დანარჩენი ფორმებიც აჭარბებენ სტანდარტს იგივე პარამეტრებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯიში „გურული“ აღმოჩნდა საკმაოდ მგრძნობიარე მარცვლის შეფერილობის მიმართ და მიღებულია განმაცვიფრებელი ფერთა სპექტრი. იხ. ფოტოები.

ლობიოს

ცხრილ #3-ში მოცემულია ლობის ჯიშ „ჯუმი“-ის გამორჩეული ფორმების ბიოლოგიუ-სამეურნეო მონაცემები

ლობიოს

როგორც ცხრილ #4 დან ჩანს ლობიოს ჯიშ „ჯუმი“-ის გამორჩეული ორი გამორჩეული ნიმუში დადებითი მონაცემებით გამოიჩევიან საკონტროლო ნიმუშისგან, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნიმუში 20-2/1, რ%ოდესაც მცენარეზე პარკების რაოდენობით 14 % ით, მცენარეზე მარცვლების რაოდენობით 11 % ით და მცენარის მარცვლის წონით 15 % ით აჭრბებს სტანდარტს.

საინტერესო ის ფაქტიც, რომ ჯიშ „ჯუმ“-ში არ დაფიქსირებული მარცვლის განსხვავებული შფერილობათა სპექტრი, ისე როგორც ჯიშ „ჯუმ“-სა და „კუტი საპარკე“-ში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კვლავ გაგრძელდება ზემოთ აღნიშნული გამორჩეული ფორმების შესწავლა მომდევნო თაობებში მათ ნიშან თვისებათა დათიშვაზე , ხოლო კონსტანტური ფომები კი გაივლიან შესაბამისად გამრავლების სანერგეს, წინასწირ ჯიშთგამოცდასა და საბოლოოდ საკონკურსო ჯიშთგამოცდის ეტაპებს, რათ განხორციელდეს მათი ახალ ჯიშებად დარეგისტრირება და კატალოგში შეყვანა.

ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი;
ს/მ დოქტორი, პროფესორი თინათინ დარსაველიძე.

იხილეთ აგრეთვე: რადიაციული მუტაგენეზი საქართველოში

თქვენი რეკლამა