საშემოდგომო ხორბალი ძირითადად თბილზამთრიან რაიონებში მოჰყავთ. მისი თესლის გაღივება იწყება 1-20 ტემპერატურაზე, მაგრამ აღმოცენებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა 12-150C .
ხორბლის ბარტყობა ნორმალურად მიმდინარეობს 8-100 პირობებში, ხოლო 3-40 წყვეტს ვეგეტაციას. მასზე უარყოფითად მოქმედებს დღეღამური ტემპერატურის მკვეთრი რყევა, დღისით პლიუს 5-10C და ღამით -100C -მდე.
უთოვლო ზამთარში დამღუპველია-16-180C, ხოლო 20 სმ თოვლის ქვეშ -300C.
ნორმალურ პირობებში ხორბლის თესლი გაღივებისათვის საჭიროა ოთხი ფაქტორი: სითბოს, სინათლის, ჰაერაციის და ტენის ერთობლივი მოქმედება, რომელთა გავლენით ენდოსპერმში არსებული საკვები ნივთიერებები იშლება, გადადის ხსნად მდგომარეობაში და ხმარდება აღმონაცენის განვითარებას.
ხორბალი გაღივება აღმოცენებისათვის საჭიროებს თესლის წონის 50% წყალს, კიდევ უფრო იზრდება ტენზე მოთხოვნილება ბარტყობის , აღერების, მარცვლის ჩასახვისა და დამსხვილების პერიოდში.
ტენის სიმცირე აფერხებს ამ პროცესებს, რადგან შემცირებულია საკვები ელემენტების შესვლა მცენარეში. ეს კულტურა ცუდად იტანს გვალვას.
საშემოდგომო ხორბალი გრძელი დღის მცენარეა. ის ინვითარებს ფუნჯა ფესვთა სისტემას, რომლებიც მიწისზედა ღეროს ნასკვიდან გამოდიან და ნიადაგში ყველა მიმართულებით ვრცელდებიან.
ფესვების მთავარი მასა (70-75%) სახნავ ფენაშია განლაგებული, ნაწილი ფესვებისა კი ღრმად ჩადის ნიადაგში თითქმის 0,5-1 მეტრამდე. ფესვები ზრდა-განვითარებას აგრძელებენ მარცვლის რძისებრ სიმწიფემდე.
დაზამთრებამდე საშემოდგომო ხორბალი კარგად უნდა დაფესვიანდეს და განივითაროს როგორც პირველადი ისე მეორადი ფესვები და 10-15 სმ სიმაღლის მწვანე მასა, რისთვისაც ის თხოულობს ტენისა და საკვები ელემენტების მნიშვნელოვან რაოდენობას.
მათი სიმცირის შემთხვევაში, მცენარე ძალზე სუსტად ვითარდება და ვერ აღწევს ნორმალურ პარამეტრებს. სიჭარბის დროს, განსაკუთრებით აზოტის, მძლავრად იზრდება, ინვითარებს ნაზ ღეროსა და ფოთლებს, რის გამოც ზამთარში ყინვისაგან ზიანდება. აქედან გამომდინარე კვების პირობების რეგულირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხორბლის განვითარების საწყის ეტაპზეც.
მიუხედავად იმისა, რომ ხორბალს გააჩნია ფუნჯა ფესვთა სისტემა, მარცვლეულთა შორის ყველაზე მაღალ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის სინოყივრის მიმართ, რაც განპირობებულია მის მიერ საკვები ელემენტების შეთვისების დაბალი უნარით.
აზოტისადმი მოთხოვნილების კრიტიკული პერიოდია ბარტყობის ფაზა, რომელიც იწყება შემოდგომაზე და ძირითადად გაზაფხულზე მიმდინარეობს. აზოტის დეფიციტი განსაკუთრებით შესამჩნევია გაზაფხულზე, რადგან ამ პერიოდში შეფერხებულია მიკროორგანიზმთა ცხოველმყოფელობა და ორგანული შენაერთების მინერალიზაცია სუსტად მიმდინარეობს, რის გამოც ნიადაგში შეინიშნება აზოტის მოძრავი შენაერთების დეფიციტი.
ხორბალი დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის სინოყივრის მიმართ, ის მაღალ მოსავალს იძლევა, მხოლოდ საკვები ელემენტებით მდიდარ შავმიწებზე, აგრეთვე ალუვიურ და ყომრალ ნიადაგებზე.
მისი ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა ნიადაგს ჰქონდეს ნეიტრალური ან სუსტმჟავე არეს რეაქცია, ე. ი. მისთვის ოპტიმალურია 6-7 pH.
ცუდად ხარობს მჟავე ნიადაგებზე. ამ კულტურის მოსაყვანად არ გამოდგება ჭაობიანი, ტორფიანი, დამლაშებული, მძიმე თიხნარი და ძლიერ გაეწერებული ნიადაგები.
ავტორები: ა. თხელიძე ც. სამადაშვილი ხ.დობორჯგინიძე
იხილეთ აგრეთვე: ხორბლის თესვა-მოყვანა, ვადები, ტექნოლოგიური რუკა