2023 წლის 4 ნოემბერს, თელავში ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი – „ჭაჭა“ 2023 გაიმართება.
ერეკლე მეფის მოედანი 12:00-18:00
„ჭაჭა“ ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნების და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან იღებენ.
პროგრამა:
12:00
ფესტივალის გახსნა მუსიკალურ- თეატრალიზებული მსვლელობით.
12:15 – 12:30
საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტი“ მიერ.
12:30 – 16:00
გამოფენა-გაყიდვა, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ჩართულობით:
→ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
→ მონაწილეების მიერ საკუთარი კუთხეების წარდგენა, მათთვის დამახასიათებელი ეთნოსის, ტრადიციების და კულტურის წარმოჩინებით;
→ კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
→ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
→ მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ტრადიციულად საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეტარის მსახიობი ვანო იანტბელიძე წარუძღვება.
16:00
გამარჯვებულების დაჯიდლოვება 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის. (ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით; შესაბამისი მოწმობებით ფერმერებითვის, გლეხებისთვის და კომპანიებისთვის)
16:20
2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტის დაჯილდოება, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცემა ფულადი ჯილდო, მის ტერიტორიაზე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.
16:30 – 18:00
ფესტივალის დახურვა – დასკვნითი კონცერტი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ სპექტაკლების „გაყრა“ და „შეყრა“ (რეჟისორი დავით დოიაშვილი) თეატრალიზებული მუსიკალური ნომრებით.
იხილეთ: ღონისძიების გვერდი