ხორცის წარმოების მნიშვნელოვანი რეზერვია მოზარდეულის, სახარეებისა და ზესარემონტო დეკეულების გამოზრდა-სუქების სწორად ორგანიზაცია, ხოლო ბიზნესის მაღალი ეფექტურობის მისაღწევად ერთ-ერთი გადასაწყვეტი ამოცანაა სასუქი ცხოველებისთვის სადგომების მოწყობა.
გამომდინარე სოფლად მცხოვრებთა და ფერმერების ეკონომიკური მდგომარეობიდან, ამის ყველაზე იაფი და ეფექტური გზაა ღია ან ნახევრად დახურული სასუქი მოედნების მოწყობა.
საქმე ის არის, ქვეყნის უმეტეს რეგიონში, განსაკუთრებით კი მისი ბარისა და მთისწინა ზონებში, კლიმატური პირობები სასუქი ცხოველების მთელი წლის მანძილზე ღია ან ნაწილობრივ დახურულ მოედანზე, შენახვის შესაძლებლობას იძლევა.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ