ყვავილოვანი კომბოსტო ძირითადად ჩითილის მეთოდით მოყავთ, თუმცა მისი მოყვანა შეიძლება პირდაპირ ღია გრუნტში თესლის თესვით.
საქართველოში ყვავილოვანი კომბოსტოს მოსავალი შეიძლება მოვიყვანოთ 2–ჯერ. პირველი მოსავლის მიღების მიზნით დაცულ გრუნტში თესლი უნდა დავთესოთ კასეტებში იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში.
მარტის ბოლოს 35–40 დღიანი ჩითილი უნდა გადავრგოთ ღია გრუნტში მუდმივ ადგილზე მწკრივად, მწკრივთაშორის მანძილი 60–70 სმ. მცენარეთა შორის 25-30 სმ.
ირგვება ზოლებრივადაც, ოთხმწკრივიანი, ან ექვსმწკრივიანი ზოლი.
მეორე მოსავლის მიღების მიზნით მაისის ბოლოს თესლი უნდა დავთესოთ ღია საჩითილე კვალში და ივლისის შუა რიცხვებში გადავიტანოთ მუდმივ ადგილზე.
ღია საჩითილე კვალი დარგვის წინ აუცილებლად ჭარბად უნდა მოვრწყათ, რათა ამოღებისას ფესვები ნაკლებად დაზიანდეს. ჩითილის დარგვა ხდება ხელით და სარგავი მანქანით. მცენარეები ირგვება პირველ ფოთლამდე და აუცილებლად უნდა მოირწყოს.
ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანის დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თავის ფორმირება უნდა მოხდეს სიგრილეში. ყვავილოვან კომბოსტოს მოყვანა სხვა კომბოსტოსნაირ სახეობებთან შედარებით რთულია.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე: ყვავილოვანი კომბოსტო – მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია