ტაშკენტის აეროპორტში ახალი სატვირთო ტერმინალი შენდება

სატვირთო, ტერმინალი, აშენდება

საექსპორტო ფანჯარა: უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის აეროპორტში ახალი სატვირთო ტერმინალი შენდება.

ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სატვირთო ტერმინალი აშენდება, რომლის ფართობი 5,2 ჰექტარი და გამტარუნარიანობა 120 ათასი ტონა იქნება წელიწადში, იტყობინება უზბეკეთის აეროპორტების კომპანიის პრესსამსახური.

ამ დროისთვის დასრულებულია სატვირთო ტერმინალის პროექტირებაზე მუშაობა, რომლის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდება.

პირველი ეტაპი – 2024 წლის ბოლომდე – 8000 კვადრატული მეტრის ფართობის ახალი სატვირთო ტერმინალი ამოქმედდება. სამაცივრე და საყინულე კამერების ჩათვლით, დამატებით აშენდება ახალი ადმინისტრაციული შენობა 3000 კვ.მ.

მეორე ეტაპზე – 2025 წლის ბოლომდე – იგეგმება ახალი სატვირთო საწყობის აშენება 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობით. მათ შორის თანამედროვე სამაცივრო და საყინულე კამერები სხვადასხვა ტემპერატურული პირობებით.

არსებული სატვირთო ტერმინალის კონსტრუქციები აშენდა 1994-2000 წლებში. ეს არის „დაახლოებით 20 მოძველებული მცირე და საშუალო ზომის საწყობი და ადმინისტრაციული ფართი, საერთო ფართობით დაახლოებით 3 ჰექტარი“, აღნიშნეს კომპანიაში.

Uzbekistan Airports Cargo-ს მონაცემებით, ამჟამინდელი სატვირთო ტერმინალის სიმძლავრე რეალურად წელიწადში 30 ათასი ტონაა. ამასთან, 2024 წელს პროგნოზირებულია დაახლოებით 67 ათასი ტონა ტვირთისა და ფოსტის გადამუშავება.

„ეს ყველაფერი მეტყველებს სატვირთო კომპლექსის გაფართოებისა და მოდერნიზაციის გადაუდებელ აუცილებლობაზე. ახალი ტერმინალი აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, რაც შეამცირებს ტვირთის გადაზიდვის დროს და უზრუნველყოფს ავიაკომპანიებს ხარისხიან მომსახურებას საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – აცხადებენ კომპანიაში.

წყარო: east-fruit.com

თქვენი რეკლამა