თურქები ყაზახეთში ყველაზე დიდ სასათბურე კომპლექსს ააშენებენ

თურქი, ყაზახეთში, სათბური

ყაზახეთში ყველაზე დიდ სასათბურე კომპლექსს თურქი ინვესტორი შიმკენტში ააშენებს.

თურქული ალარკო ჰოლდინგი (Alarko Holding) გეგმავს 650 მილიონი დოლარის ინვესტირებას ყაზახეთის აგროინდუსტრიულ კომპლექსში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. საუბარია გადამუშავების, სასათბურე ბოსტნეულის წარმოების და სხვა მიმართულების პროექტებზე.

ალარკო ჰოლდინგი (Alarko Holding) ყაზახეთში ყველაზე დიდი სათბურის აშენებას აპირებს. პროექტი შიმკენტში განხორციელდება.

პომიდორი გაშენდება თანამედროვე სასათბურე კომპლექსში. სათბურებში გამოყენებული იქნება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები. ობიექტის ფართობი 200 ჰექტარზე მეტს დაიკავებს.

პროექტი ბოსტნეულის მთელი წლის განმავლობაში მოყვანას ითვალსიწინებს.

აღნიშნულია, რომ მას მაღალი სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალი აქვს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დანერგავს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს და გააძლიერებს სასურსათო უსაფრთხოებას.

იხილეთ აგრეთვე: ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვინც სათბურის აწყობას გეგმავს

თქვენი რეკლამა