სატაცურის მოვლა-მოყვანის რეკომენდაცია კარტლისის აკადემიისგან

სატაცური, ასპარაგუს, მოყვანა, რეკომენდაცია, კარტლისი, აკადემია

სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. თუ ადრე ძნელად ხელმისაწვდომ დელიკატესად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოყვანა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი.

ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად კარტლისში უკვე გექნებათ საშუალება შეიძინოთ სატაცურის თესლი, სადაც სპეციალისტებისა და კარტლისის აკადემიის დახმარებით შეძლებთ, სატაცურის მოვლა-მოყვანა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ!

ალბათ იკთხავთ რა განსხვავებაა სატაცურის ფერებს შორის-განსხვავება თეთრ და მწვანე სატაცურს შორის არის ის, რომ თეთრი სატაცური იზრდება მიწის ქვეშ, სინათლის, ფოტოსინთეზის გარეშე, იგივე ჯიში ამავდროულად სინათლის პირობებში შეიძლება იყოს მწვანე.

მისაღები ნიადაგის pH 5,8-6,5.

ნიადაგის ტიპი არსებითად  მნიშვნელოვანია კარგი შედეგისათვის,  სატაცურის მცენარე 10-12 წელი ხარობს დარგვის შემდეგ, საუკეთესო შედეგი მიიღწევა ჯანსაღი, ქვიშნარი ნიადაგითა და კარგი კულტივაციით. რაც უფრო მძიმეა ნიადაგი მით უფრო დიდია რისკი, რომ მცენარე არ განვითარდეს.

ასევე მნიშნელოვანია გრუნტის წყლების დონე, ის არ უნდა იყოს 1 მეტრზე მაღლა, ფუზარიოზის პრობლემა ჩნდება სწორედ მაშინ, როცა გრუნტის წყლები ახლოსაა.

სატაცური, მოვლა, მოყვანა, რეკომენდაცია, კარტლისი, აკადემია

ნერგების რგვა

ნერგების რგვა მიმდინარეობს სარგავი მანქანის საშუალებით.  მანქანა ჭრის ღარს, ნერგები ლაგდება გათხრილ ღარში და ეფარება მიწა, ყოველივე ეს ხდება ერთი ოპერაციით.

ნერგი თავსდება  20 სმ.  სიღრმეზე,  უფრო ღრმა დარგვის   შემთხვევაში ღერო მსხვილდება, მაგრამ ამავდროულად მცირდება მოსავლიანობა და ხდება მოსავლის აღების დაგვიანება. გარდა იმისა, რომ სატაცური სითბოს მოყვარული მცენარეა, იგი ამავდროულად ტენის მოყვარული მცენარეა.

იმის გამო რომ მწვანე და თეთრი სატაცურის მოყვანის ასპექტები თითქმის იდენტურია,  სხვაობა ამ კულტურების მოყვანაში არის ის რომ, მწვანე სატაცურის შემთხვევაში რიგებს შორის მანძილი არის უფრო მცირე და მიწის ზედაპირი სწორი.

დარგვის დრო: მარტი-აპრილი

დარგვის სიხშირე: 165 x 33 სმ; 150 x 33 სმ.

15 000-18 000 მცენარე/ჰექტარზე

სატაცური, მოვლა, მოყვანა, რეკომენდაცია, კარტლისი, აკადემია

სარეველებზე კონტროლი

სარეველებზე კონტროლი მექანიზირებულია, განსაკუთრებით პირველ  წელს, მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგი შეიძლება მექანიზაციით დავამუშავოთ,  თვითონ ბაძო ჰერბიციდით მუშავდება .

დაავადებებზე კონტროლი

პირველ ეტაპზე საზიანოა ხახვის ბუზი. ხშირი წვიმების შემთხვევაში ვითარდება ფუზარიოზი, ეს ძალიან საშიშია მცენარისათვის.

სასოფლო-სამეურნეო პლასტიკური საფარი

სატაცურის მოსაყვანად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის პლასტიკური ფირი. ცნობილია, რომ კონდესანტის არ წარმომქმნელი პლასტიკური ფირი აჩქარებს მოსავლის შემოსვლას 17 დღით. ზრდის მოსავლიანობას 15% -ით ასვეე ზრდის მოსავლის აღების ხანგრძლივობას 5%-ით.

უარყოფითი მხარე ამ ფირის გამოყენებისა არის ის, რომ თბილი ამინდების შემთხვევაში მოსავალი უნდა აიღოთ ორჯერ დღეში  ერთის მაგივრად, რომ თავიდან აცილებულ იქნას ნაყოფის გაუფერულება .

მოსავლის აღება

მოსავლის აღებისას  სატაცურის ზომა უნდა იყოს 22 სმ. ერთ საათში ერთი მუშა იღებს 10-15 კგ-ს, ხოლო მექანიკურად 25 კგ-ს. რამდენიმე კვირის შემდეგ ბაძოს კიდევ ერთხელ ვასწორებთ, ეს ასევე სარეველებთან ბრძოლის თვალსაზრისითაც ძალიან კარგია.

მოსავლის აღება იწყება მეორე წლიდან და გრძელდება მაისის შუა რიცხვამდე. მოსავალი  პირველ წელს 1000 კგ-ია, ხოლო პლასტიკური საფარის გამოყენების შემთხვევაში 3000 კგ.

სატაცური, მოვლა, მოყვანა, რეკომენდაცია, კარტლისი, აკადემია

შენახვა

პროდუქცია მაცივარში ინახება 2 გრადუსზე, მაქსიმუმ ერთი კვირა.

ავტორი: ლელა გვასალია
კარტლისის აკადემიის კოორდინატორი
ტელ:+995 599 03 77 03
ელ-ფოსტა: lela,gvasalia@cartlis.ge

რეკომენდაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. http://www.cartlis.ge/

დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ ზემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა