კიტრის კუთხოვანი სილაქავე იწვევს მცენარის ისეთი ორგანოების დაავადებას, როგორიცაა თესლი, ფოთოლი, ყვავილები და ნაყოფი.
სიმპტომები და განვითარება
თესლებზე ჩნდება ღია ყავისფერი ლაქები, რომლებიც შემდეგ მთელ ზედაპირზე ვრცელდება.
ფოთლის ქვედა მხარეს ვეგეტაციის პერიოდში ყავისფერი ლაქები ჩნდება, რომელიც მაღალი ტენიანობის დროს ზეთოვანი ხდება და მათგან გამოიყოფა ყვითელი, წებოვანი სითხე ანუ დაავადების გამომწვევი ბაქტერიის გროვა.
სილაქავის გავრცელება-განვითარებას ხელს უწყობს 19-240C ტემპერატურა და წვეთოვანი ტენის არსებობა; მასიურ გავრცელებას კი – წვიმიანი და ქარიანი ამინდი.
დაავადებულ ნაყოფზე პატარა ზედაპირული წყლულები ვითარდება. მაღალი ტენიანობის დროს მათგან გამოიყოფა სითხე. ნაყოფები დეფორმირდება.
სილაქავე იწვევს ასევე კიტრის მოსავლიანობის შემცირებას და საერთოდ მცენარის განადგურებასაც კი.
ბრძოლის ღონიძიებები
ნიადაგის გაწმენდა ნარჩენებისაგან, თესლბრუნვა, ნიადაგის ღრმა მოხვნა მოსავლის აღების შემდეგ, თესლების დამუშავება დათესვის წინ, 0.5%-იანი ბორდოს სითხის შესხურება დაავადების გამოჩენისთანავე.
ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი
იხილეთ აგრეთვე: ბორდოული ხსნარის მომზადების და გამოყენების წესი