წინასწარი ჯიშთგამოცდიდან ოსპის პერსპექტიული ფორმების შესწავლა

ოსპი, კვლევა, ჯიში

წინასწარი ჯიშთგამოცდიდან ოსპის პერსპექტიული ფორმების შესწავლა, საკვლევ ობიექტს წარმოადგენდა ოსპის ერთი ფორმა, რომლიც შერჩეულია და მიღებულია საერთაშორისო ორგანიზაცია „იკარდა“-დან (ICARDA) შემოტანილი სელექციური მასალიდან, ხოლო კვლევისთვის კი წინასწარ ჯიშთაგამოცდაში ნათესი 1. X20125-146LIF ფორმა.

ცდა განთავსდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, სადაც ძირითადად ხორციელდება ერთწლოვანი კულტურების შესწავლა. საცდელი საქმის მეთოდიკის მიხედვით შერჩეული ფორმები დაითესა სამ განმეორებაში, თითოეული დანაყოფი 20კვ/მ. სტანდარტად ჩართული იქნა აწ უკვე დარეგისტრირებული ჯიში „პაბლო’’.

აღმოცენებისა და განვითარების პერიოდში განხორციელდა ფენოლოგიური და ბიომეტრული დაკვირვებები UPOV- ისა და BBCH დესკრიპტორების მიხედვით.

ფორმების ფენოლოგია მოიცავს : თესვას, აღმოცენებისა და ნამდვილი ფოთოლის გამოტანის თარიღს, აგრეთვე ღეროების განვითარების, ბუტონიზაცის, ყვავილობის, პარკების გამოტანის და ფიზიოლოგიური სიმწიფის პერიოდებს.

ბიომეტრიული მონაცემების აღწერა UPOV ის დესკრიპტორებით კი მოიცავს მორფოლოგიურ მონაცემებს: მცენარეთა სიმაღლეს, მუხლთშორისების მანძილს, პარკების რაოდენობას, მცენარეზე მარცვლების რაოდენობას, პარკში მარცვლების რაოდენობას, მცნარეზე მარცვლის წონასა და 1000 მარცვლის წონას.

შერჩეული ფორმა დათესილ იქნა 2019 წლის 4 თებერვალს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე.

ცდა განხორციელდა 3 განმეორებაში, დანაყოფის ფართობი 20 კვ აგროტექნიკური ღონისძიებები:

საკვლევ მინდორზე ოსპის წინამორბედი კულტურა იყო კარტოფილი, ამიტომ ოსპის კულტურის დათესვამდე ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების კვლევის ლაბორატორიაში განხორციელდა ნიადაგის ნიმუშების ანალიზი, ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე დაიგეგმა აგროქიმიური ღონისძიებები. ნიადაგი დამუშავდა 25–27 სმ სიღრმეზე, შემდგომ ჩატარდა კულტივაცია და ნიადაგი მომზადდა დასათესად.

გამორჩეული ფორმის დახასიათება

კვლევა განხორციელდა წინასწარი ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე, ჰიბრიდული სანერგიდან გამორჩულ ოსპის შერჩეულ საუკეთესო ფორმაზე X20125-146LIF, ხოლო სტანდარტად ჩართული იყო დარეგისტრირებული ჯიში „პაბლო“.

საცდელი ფორმა არის საადრეო. რომელიც სტანდარტთან შედარებით 14 დღით ადრე შემოვიდა, ჩაწოლისადმი გამძლე, ყურადღებას იპყრობს, როგორც მოსავლიანობით ასევე მცენარის დგომით, მისმა საშუალო სიმაღლემ შეადგინა 40 სმ. გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით. კარგადაა შეგუებული აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებს, მავნებელ-დაავადებების მიმართ კარგი გამძლეა.

მცენარეზე ქვედა პარკის მიმაგრების სიმაღლე 19 სმ-ია ე.ი. ვარგისია მექანიზებული მოსავლის აღებისათვის. პარკში ძირითადად ერთი საშუალო ზომის მარცვალია, ბრტყელია ამობურცული ზედაპირით, ღია მწვანე მოყვითალო ფერის. ერთ მცენარეზე საშუალოდ 141,3 მარცვალია, 1000 მარცვლის მასა 57 გრ-ია. მარცვლის საშუალო საჰექტარო მოსავალი მერყეობს 3-დან 4 ტონამდე, გადახრა სტანდარტთან შედარებით  188.89 %.

ადვილად ხარშვადია (20-30 წუთი) ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებთ.

აღნიშნული ფორმა მიჩნეულია როგორც პერსპექტიული და სამომავლოდ უნდა გადაეცეს დასარეგისტრირებლად.

UPOV-ის დესკრიპტორების მიხედვით ბიომეტრიული აღწერაოსპი, კვლევა, ჯიში

დასკვნა

ძალიან საინტერესოა გამორჩეული საკვლევი ფორმების ისეთი თვისებების გამოვლენა, როგორიცაა აბიოტურ პირობებთან მედეგობა, მაღალმოსავლიანობა, ვეგეტაციური პერიოდი, დაავადებებისადმი რეზისტენტობა და სხვა მახასიათებლები, რომლებიც შედარებული სტანდარტისგან გამოარჩევს.

აღნიშნული ფორმა გამოირჩევა მაღალი გვალვაგამძლეობით, ყინვაგამძლეობით, და კარგი მოსავლიანობით. სხვა ჯიშებისგან განსხვავდება მცენარის სიმაღლით, სავეგეტაციო პერიოდიით, მარცვლის სიმსხოთი და ფერით.

ოსპი, კვლევა, ჯიშისაკვლევი ოსპის ფორმის აღმონაცენი

გიორგი ბადრიშვილი ს/მ დოქტორი;
პაშა ვაჩეიშვილი ს/მ დოქტორი;
სოფიკო მახატლიშვილი მაგისტრანტი.

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური
სსიპ სოფლის მეურნეობის სამენციერო კვლევითი ცენტრი.

იხილეთ აგრეთვე: ოსპის წარმოება და ტექნოლოგიური რუკა

თქვენი რეკლამა