
ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი ჩინეთის გამო შემცირდა.
2024 წელს, ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 4%-ით შემცირდა. სექტორში საექსპორტო გაყიდვების შემცირება, ჩინეთში გაყიდვების კლებამ გამოიწვია.
ამის შესახებ Le Figaro იუწყება.
ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 2024 წელს 4%-ით შემცირება, ჩინეთში გაყიდვების მკვეთრი კლების გამო მოხდა, განაცხადა საფრანგეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორთა ფედერაციამ (FEVS).
2023 წელთან შედარებით ახალი ვარდნა აღინიშნება, მაგრამ მოცულობების სტაბილიზაციასთან ერთად, იმ კონტექსტში, რომელზეც კვლავ გავლენას ახდენს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დაძაბულობა“, – ნათქვამია ფედერაციის ყოველწლიურ ანგარიშში.
FEVS-ის პრეზიდენტის გაბრიელ პიკარდის თქმით, გასულ წელს ფრანგული ალკოჰოლის ექსპორტის გაყიდვები 5%-ით გაიზარდა შეერთებულ შტატებში, წამყვან საერთაშორისო ბაზარზე. მაგრამ ამასთან 20.2%-ით, 2 მილიარდ ევროს ნიშნულზე ქვემოთ დაეცა ჩინეთში.
ბორდოს ღვინოებმა აჩვენა ექსპორტის კლება (-8,4%), ისევე როგორც რონის ველის (-5,2%) და ბოჟოლეს (-3,7%) ღვინოებმა, ხოლო, ბურგუნდიის ღვინის ექსპორტი 9,1%-ით და ლუარის ველის ღვინის გაყიდვები 5%-ით პირიქით გაიზარდა.
განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა შამპანური, რომელიც ღვინის ექსპორტის მხოლოდ 35%-ს შეადგენს, გასულ წელს საერთაშორისო გაყიდვები 8%-ით შემცირდა. თავის მხრივ, ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 6,5%-ით შემცირდა, რაც გამოწვეულია ჩინეთის ბაზრის კლებით.