
მარტში ჩინეთის რკინიგზა საქართველო, ყაზახეთი, აზერბაიჯანის ერთობლივ საწარმოს MIDDLE CORRIDOR MULTIMODAL Ltd. შეუერთდება, რაც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR) ახალ იმპულსს მისცემს.
ამის შესახებ ცნობილი გახდა 2025 წლის 24 თებერვალს, პეკინში, სს „ყაზახეთი თემირ ჟოლის“ მენეჯმენტის, ჩინეთის რკინიგზის ხელმძღვანელთან (Guo Zhuxue) შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო TITR-ის განვითარებას, რომელზედაც ტრანსპორტირების მოცულობა 33-ჯერ გაიზარდა. ასევე აღინიშნა, რომ ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ტრანსპორტირების მოცულობამ 2024 წელს რეკორდულ 32 მილიონ ტონას (+13%) მიაღწია, ხოლო 2025 წლის იანვარში ზრდამ 18% შეადგინა.
შეხვედრის შედეგების მიხედვით, შეთანხმებულია 2025 წლის გეგმები. 1 მარტიდან ალტინკოლ-ხორგოსის გავლით მატარებლების რაოდენობა გაიზრდება (დღეში 8-დან 15-მდე), ხოლო 1 ივლისიდან დოსტიკ-ალაშანკუს გავლით (14-დან 28-მდე). ეს გაზრდის საექსპორტო პოტენციალს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს.
შეგახსენებთ, რომ ერთობლივი საწარმო Middle Corridor Multimodal Ltd. 2023 წელს პარიტეტული საფუძველზე საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიებმა შექმნეს.
კომპანიის მიზანია სერვისების მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპზე, მიწოდების დროის გარანტია და მულტიმოდალური სერვისების განვითარების კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელება ჩინეთი – ევროპა/თურქეთი – ჩინეთის მიმართულებით.