CPOPC-ი პალმის ზეთის წარმოების ზრდას პროგნოზირებს

პალმის, ზეთის, წარმოება

პალმის ზეთის მწარმოებელი ქვეყნების საბჭო (CPOPC), 2025 წელს, პალმის ზეთის გლობალური წარმოების ზრდას პროგნოზირებს. განსაკუთრებით მალაიზიაში, ჰონდურასსა და პაპუა ახალ გვინეაში, იუწყება The Edge Malaysia.

თუმცა, აღნიშნულია, რომ ამინდის პირობების გამო მთლიანი წარმოების პოტენციალი გაურკვეველი რჩება. ნალექები რომლებიც 2024 წლის ბოლო კვარტალში დაფიქსირდა და 2025 წლამდე გაგრძელდა, მათ შორის მუსონები, სავარაუდოდ გავლენას მოახდენს მთლიან წარმოებაზე.

ინდონეზიაში პალმის ზეთის წარმოების აღდგენა მოკრძალებული იქნება, რადგან მოსავლიანობის სტაგნაცია და კლებას იწვევს, ძველი და არაპროდუქტიული პალმების რაოდენობის ზრდა და ხელახალი დარგვის დაბალი მაჩვენებელი, ეს სავარაუდოდ, პალმის ზეთის წარმოების მხოლოდ მცირე ზრდას გამოიწვევს.

CPOPC-ი, 2025 წელს, პალმის ზეთზე მოთხოვნას ძლიერ ზრდას ელის, რაც გამოწვეულია ინდონეზიაში ბიოდიზელის მაღალი შიდა მოხმარებით და ძირითად იმპორტიორებში, განსაკუთრებით ჩინეთსა და ინდოეთში, სხვა მცენარეული ზეთების შეზღუდული მარაგებით.

საბჭო ასევე ოპტიმისტურადაა განწყობილი ფასის თვალსაზრისით და თვლის რომ პალმის ზეთი მომგებიანი პროდუქტად დარჩება 2025 წელს. მომავალში კი მას უფრო მაღალი ფასი ექნება, ვიდრე სოიოს ზეთს.

ამრიგად, მოსალოდნელია, რომ პალმის ზეთი გაიყიდება ფასებით: 1000 აშშ დოლარიდან (4457.30 რინგტიტი) თითო ტონაზე – 1200 დოლარამდე 2025 წლის პირველ კვარტალში. თუმცა, სავარაუდოდ, ფასი შემცირდება წლის მეორე ნახევარში, სეზონური ფაქტორების გამო.

თქვენი რეკლამა