თურქეთი პომიდვრის გლობალურ ბაზარზე თავის პოზიციებს აძლიერებს

სათბურები, თურქეთი

თურქეთი მსოფლიოში პომიდვრის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად რჩება — წლიური წარმოება დაახლოებით 14 მილიონ ტონას აღწევს, მთავარი ცვლილება დღეს უკვე წარმოებაში კი არა, ექსპორტის სტრატეგიაში ჩანს.

ქვეყანა აღარ არის მხოლოდ ახალი პროდუქციის მიმწოდებელი. პარალელურად სწრაფად ვითარდება გადამუშავებული სეგმენტი — გამომშრალი, გაყინული და კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, რაც თურქეთს საშუალებას აძლევს ბაზარზე მთელი წლის განმავლობაში იყოს წარმოდგენილი და ნაკლებად იყოს დამოკიდებული სეზონზე.

2026 წლის პირველ კვარტალში ახალი პომიდვრის ექსპორტი +11.8%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ მოთხოვნა კვლავ ძლიერია. ეს ზრდა პირდაპირ აისახა შემოსავალზეც:

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა შეადგინა დაახლოებით $161.1 მილიონი (€148 მილიონი), ხოლო მიმდინარე წელს უკვე გაიზარდა $180.1 მილიონამდე (€166 მილიონი).

წლიური ჭრილითაც სურათი პოზიტიურია. 2025 წელს თურქეთმა მსოფლიოს 51 ქვეყანაში დაახლოებით $401.1 მილიონი (€370 მილიონი) ღირებულების პომიდორი გაიტანა, რაც აჩვენებს ბაზრების ფართო დივერსიფიკაციას.

ექსპორტის გეოგრაფია საკმაოდ საინტერესოა. ყველაზე დიდი იმპორტიორად რჩება რუმინეთი, სადაც მიწოდებამ დაახლოებით 42,700 ტონა შეადგინა. მას მოსდევს რუსეთი 27 200 ტონით, ხოლო მესამე ადგილზეა უკრაინა 16 700 ტონით.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ თურქეთი ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს როგორც ევროკავშირის ბაზარზე, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მთავარი კონკურენტული უპირატესობა რჩება იგივე — გეოგრაფია + ლოჯისტიკა + შედარებით დაბალი თვითღირებულება. სწორედ ეს კომბინაცია აძლევს საშუალებას თურქეთს სწრაფად მიაწოდოს პროდუქცია როგორც ევროპულ, ისე რეგიონულ ბაზრებს.

მსოფლიოში პომიდვრის TOP მწარმოებლები (წლიური წარმოება)

  • ჩინეთი — დაახლოებით 67–68 მილიონი ტონა;
  • ინდოეთი — დაახლოებით 20–21 მილიონი ტონა;
  • თურქეთი — დაახლოებით 14 მილიონი ტონა;
  • აშშ — დაახლოებით 10–11 მილიონი ტონა;
  • ეგვიპტე — დაახლოებით 6–7 მილიონი ტონა.

ეს სურათი ნათლად აჩვენებს, რომ ბაზარი მკვეთრად კონცენტრირებულია — ჩინეთი აშკარა ლიდერია, თუმცა თურქეთი სტაბილურად ინარჩუნებს მესამე პოზიციას და განსაკუთრებულად ძლიერია ექსპორტის მიმართულებით.

პომიდორი – პომიდვრის მოვლა-მოყვანა და რამდენიმე ჯიში

თქვენი რეკლამა