ინდოეთში ხორბლის მოსავალს საფრთხე ემუქრება

ინდოეთი, ხორბალი, საფრთხე

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის (IMD) პროგნოზით, მარტი ყველაზე ცხელი თვე ქვეყანაში იქნება, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ხორბლის მოსავლიანობაზე. კერძოდ, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, ბევრ შტატში 400C-ზე მაღალია მოსალოდნელი.

მაღალი ტემპერატურის გამო, ზედიზედ მეოთხე წელი, შესაძლოა იკლოს ინდოეთის მარცვლეულის მოსავლიანობამ. ეს აიძულებს მთავრობას მნიშვნელოვნად დაწიოს ან გააუქმოს იმპორტის 40%-იანი გადასახადი, ნათქვამია IMD-ს მოხსენებაში.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, უფრო ადრე, 2025 წელს ხორბლის კარგი მოსავლის მოლოდინების შესახებ განაცხადა.

ასევე, მარტის თვეში ამინდის პირობები არახელსაყრელი იქნება მუხუდოსა და რაფსის კულტურებისთვის, რომლებიც ზრდის ციკლის განმავლობაში, ოპტიმალური მოსავლიანობის მისაღებად გრილ პირობებს მოითხოვს.

იხილეთ აგრეთვე: საგაზაფხულო ხორბალი – რჩევები ხორბლის თესვისთვის

თქვენი რეკლამა