110 ტონა პომიდორი საათში

კომბაინი, პომიდორი, იტალია

იტალიელებმა შექმნეს კომბაინი, რომელსაც საათში 110 ტონა პომიდვრის მოსავლის აღება შეუძლია.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იტალიურ მწარმოებლებმა MTS Sandei, წარმოადგინა მანქანა THR1000, რომლითაც შეგიძლიათ 1 საათში 110 ტონა პომიდვრის მოსავალი აიღოთ.

ინფორმაციას ავრცელებს Profi.co.uk.

იტალიაში ღია გრუნტზე მოყვანილი პომიდორი, კვლავაც რჩება გადამამუშავებელი მრეწველობის ერთ-ერთ საკვანძო კულტურად. მწარმოებლების მზარდი მოთხოვნა უფრო მაღალი წარმადობის მქონე მანქანებზე კომპანიებს აიძულებს, შეიმუშაონ ისეთი ტექნიკა, რომელიც შეამცირებს საწვავისა და მუშახელის ხარჯებს.

THR1000-ს უკვე უწოდეს რევოლუციური პომიდვრის მოსავლის აღებაში. მანქანამ პირველი აღიარება გასული წლის ნოემბერში Eima-ს გამოფენაზე მოიპოვა, სადაც მან მნიშვნელოვნად აჯობა წინა ფლაგმანურ THR850S-ს (90 ტონამდე/საათში).

ახალი მოსავლის კომბაინი, მისი წინამორბედის მსგავსად, მუშაობს ორი რიგით, მაგრამ, ახალი, დაპატენტებული ტექნოლოგიის წყალობით, პროდუქტიულობა დაახლოებით 20 ტონით/საათში გაიზარდა.

THR1000-ის პირველი ვერსიები უკვე ამ სეზონზეა ექსპლუატაციაში, თუმცა მოდელი ოფიციალურად ჯერ არ არის წარდგენილი კომპანიის ვებსაიტზე. კომბაინის სიგრძე 12 მეტრიან THR850S-თან შედარებით, მხოლო 20 სმ-ით გაიზარდა, სიგანე 4.2 მ-მდე (3.8 მ-ის წინააღმდეგ), ხოლო წონამ 20 ტონას მიაღწია (ზრდა – 3 ტონა). ძრავა – Volvo Stage V 340 ცხენის ძალა, წინა მოდელზე – 250 ცხენის ძალა.

თქვენი რეკლამა