მილანის თაუერები 300 მცხოვრებით და 21 000 მცენარით

თაუერები

ბოსკო ვერტიკალე – ტყუპი თაუერი, რომელიც პორტა ნუოვას გულში, მილანში მდებარეობს, 21 000 ხის, ბუჩქისა და მრავალწლიანი მცენარეების სახლია.

პროექტი არქიტექტორმა სტეფანო ბოერმა განახორციელა.

მცენარეები ყოველწლიურად საშუალოდ 44 000 ფუნტ ნახშირბადს გარდაქმნის, სახლებში კი ქუჩებიდან შემავალ ხმაურს საგრძნობლად ამცირებს.

ორივე თაუერი მცენარეებისთვის საჭირო ენერგიას თავად გამოიმუშავებს მზის პანელების დახმარებით, მოსარწყავად კი გამოყენებულ, გაფილტრულ წყალს მოიხმარს.

რამდენად კომფორტულია ეს ინოვაციური მიდგომა ბინებში მაცხოვრებლებისთვის?

როგორც არქიტექტორი ბოერი ამბობს, ხალხს ძალიან მოსწონს – „აბსოლიტურად დაუჯერებელია, მილანში, ცათამბჯენიდან ფოთლებს შორის უყურებდე ქალაქის ხედს. ეს ფოთლები კი შეიძლება თქვენგან სამი სართულით ქვემოთ დარგული მცენარის იყოს, მართლაც უნიკალური გამოცდილებაა“

მილანი დაბინძურებული ქალაქიდან მწვანე მეტროპოლისამდე

ბოერისთვის თაუერები ქალაქისთვის წარმოშობის გახსენებაცაა – „მილანი ითვლებოდა ნაცრისფერ, ინდუსტრიულ, შავ-თეთრ ქალაქად. თაუერიდან ამდენი მცენარის ქალაქში შერწყმა ნამდვილად ახალია.“

ცათამბჯენებში ახლა განთავსებულია 400 საცხოვრებელი აპარტამენტი და 11 სართული საოფისე ფართი.

პროექტის დიზაინმა, დასრულების შემდეგ მოიპოვა როგორც „2014 International Highrise Award” (2014 წლის საერთაშორისო მაღალი შენობის ჯილდო) ასევე „2015 Best Tall Building Worldwide” (2015 წლის მსოფლიოში საუკეთესო მაღალი შენობა).

ბოსკო ვერტიკალეს პროექტი ახლა მსოფლიო მასშტაბით ახალი თაობისთვის ურბანული გამწვანებისთვის საუკეთესო მაგალითია.

„ვეცადე ურბანული გამწვანების საკითხი წინ წამოგვეწია, რადგან ეს სწორედ ის არის, რაც გვჭირდება“ – ამბობს ბოერი, არქიტექტურულ პროექტებში ბუნების ჩართვის ეკოლოგიურ სარგებელზე მოხსენებით ნაწილში.

„უფრო მეტი ხე უნდა დავრგოთ. მიზეზი კი ნათელია. ეს არის სწრაფი, იაფი და მეტად ინკლუზიური მეთოდი, შევანელოთ გლობალური დათბობის ტემპი.“

ბოერი ამბობს, რომ ურბანული გამწვანება საზოგადოების ყველა ფენისთვის – სტუდენტებისთვის, მკვლევარებისთვის, საზოგადოების დაბალშემოსავლიანი ფენისთვის, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

„მსგავსი პროექტები ბუნებას საშუალებას აძლევს იპოვოს სივრცე, სადაც თავის მრავალფეროვნებას გამოხატავს“ – აღნიშნავს ბოერი.

თქვენი რეკლამა