ალუბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა, თურქი მწარმოებლებისთვის შეიძლება ანაზღაურდეს ნაყოფის კარგი ხარისხით და დიდი ზომით.
„ცუდი ამინდის გამო, წელს მნიშვნელოვანი მოსავალი დავკარგეთ, ჩვენი ბაღებიდან 400 ტონამდე ალუბლის მოსავლის აღებას შევძლებთ, ეს ბევრად ნაკლებია იმ 600 ტონასთან შედარებით, რაც სეზონის წინ ვიწინასწარმეტყველეთ. ამის შესახებ ახალი პროდუქციის ექსპორტიორი თურქული კომპანიის კომერციულმა კოორდინატორმა იგიტ გოკიგიტმა განაცხადა.
მოსავლის მოცულობა ნაკლები იქნება, თუმცა შარშანდელთან შედარებით ნაყოფი უკეთესი ხარისხის და უფრო დიდი ზომისაა.
„თურქეთმა დაკარგა ალუბლის მნიშვნელოვანი რაოდენობა ბევრ რეგიონში“, დასძინა იგიტ გოკიგიტმა. „ასე რომ, მე ველოდები, რომ მოსავალი წელს, წინა წლებთან შედარებით ნაკლები იქნება.“ მე მჯერა, რომ თურქულ ალუბალზე მოთხოვნა მზარდი იქნება, თუმცა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შესაძლოა ვერ მოხერხდეს“.
წყარო: freshplaza.com
იხილეთ აგრეთვე: ალუბალი – დარგვა, მოვლა, გასხვლა, ბაღის გაშენება და ჯიშები