ჰესენში ფუტკრებისთვის 5000 ჰექტარზე თაფლოვანი მცენარეები გააშენეს

თაფლოვანი, მცენარეები, ფუტკარი, მეფუტკრეობა

კამპანია „ჰესენი ფუტკრებისთვის“ ნიშნავს, უფრო მეტ საკვებს ფუტკრებისთვის სოფლის მეურნეობაში”, – თქვა ჰესენის გარემოს დაცვის მინისტრმა პრისკა ჰინზმა (Priska Hinz).

კამპანია Hesse for Bees-ის განხორციელება გერმანიაში 2017 წლიდან დაიწყო.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჰესენში ჯამში უკვე 5 000 ჰექტარი აყვავებული მინდვრებია ეს კი ნიშნავს უფრო მეტ საკვებს ფუტკრებისა და მწერებისათვის და ბიოლოგიური მრავალფეროვნების ხელშეწყობას.

2020 წელს კომპანიის ფარგლებში თაფლოვანი მცენარეების ფართობი 500 ჰექტარით მეტია ვიდრე 2019 წელს და ეს არის იმის დადასტურება, რომ ინიციატივა წარმატებულია,“ – თქვა მინისტრმა 20 მაისს, ფუტკრის მსოფლიო დღეს.

მან აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ხელს უწყობს საქველმოქმედო ლატარიის ხარჯზე თაფლოვანი მცენარეების თესლის შეძენას და გაშენებას.

3400 ჰექტარი დაფინანსებულია HALM- ის აგროეკოლოგიური პროგრამის ფარგლებში, სულ 2.25 მილიონი ევრო. 2020 წელს ამ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 1695 გერმანელმა ფერმერმა.

გარდა ამისა, ჰესენის ფუტკრების კამპანიის შემადგენელი ნაწილია Hessischer Bauernverband (HBV) и Landesverband Hessischer Beekeepers (LHI) ფერმერთა ასოციაციების მიერ გაშენებული ტერიტორიები.

მოგეხსენებათ საკვები ბაზის გარეშე მეფუტკრეობის განვითარება შეუძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოშიც მოხდეს მსგავსი ინიციატივების დანერგვა.

*ჰესენი (გერმ. Hessen) მხარე გერმანიაში, დედაქალაქი – ვისბადენი.
ფართობი – 21,1 ათასი კმ2; მოსახლეობა – 6 265 000.

თქვენი რეკლამა