ყირგიზეთი ქათმის ხორცის წარმოების გაზრდას აპირებს

ქათმის

ყირგიზეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, რომ მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაკიტ ტორობაევი, ისიკ-კულის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეწვია შპს აგრო კუშს (ბალიკჩი) მეფრინველეობის ფერმას, რომელიც ამჟამად,  წელიწადში 7000 ტონაზე მეტ ქათმის ხორცს აწარმოებს.

საწარმოო შესაძლებლობების გაზრდისა და ქარხნის გაფართოების მიზნით ყირგიზეთ განვითარების ფონდსა და შპს „აგრო კუშს“ შორის 1,3 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც კომპანიას წელიწადში 20 ათასი ტონა ქათმის ხორცის წარმოების საშუალებას მისცემს.

„თუ სტატისტიკას გადავხედავთ, 2022 წელს ქვეყანაში 10 ათას ტონა ქათმის ხორცი იწარმოებოდა, მოსახლეობა კი წელიწადში 55 ათას ტონა ქათმის ხორცს მოიხმარს, ანუ ადგილობრივი პროდუქტი ბაზრის მოთხოვნილების მხოლოდ 20%-ს შეადგენს, დანარჩენი შემოდის საზღვარგარეთიდან. ვფიქრობ, დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემდეგ შევძლებთ რესპუბლიკის მოსახლეობას მივაწოდოთ ქათმის ხორცი საჭირო მოცულობით“, – აღნიშნა ბ. ტორობაევმა.

თქვენი რეკლამა