აზერბაიჯანში ბროწეულის მოსაყვანად შესაფერისი პირობებია, ამიტომ შეგვიძლია მისი წარმოება საკმარისი რაოდენობით როგორც შიდა ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის.
თუმცა წელს ბროწეულის ღირებულება მომხმარებელისთვის საკმაოდ მაღალია, ზოგიერთ საცალო ობიექტში კგ-ზე ფასი 5-6 ($ 2,94-3,53) აღწევს, რა არის ასეთი ფასების მიზეზი?
აზერბაიჯანის მდგრადი განვითარების კვლევის ცენტრის თავმჯდომარემ ნარიმან აგაევმა განაცხადა, რომ წელს წვიმიანი ამინდის გამო ბროწეულის მოსავლიანობა მკვეთრად შემცირდა. კლიმატი იცვლება და არა ყოველთვის სოფლის მეურნეობის სასრგებლოდ. სიმცირე იწვევს უფრო მაღალ ფასებს. მისი თქმით, მიკრომონოპოლიაც არსებობს თუ ხილი ბევრია, მაშინ ფასი მათზე დაეცემა, რაც ყველასთვის არ არის მომგებიანი.
„ჩვენ უნდა გავზარდოთ ბროწეულის ბაღების ფართობი და მათი პროდუქტიულობა და ეს მოითხოვს ყოვლისმომცველ ღონისძიებებს, მათ შორის კარგი სასუქების შეძენას. თუ ყველაფერს თვითდინაბაზე მივუშვებთ, ეს ინდუსტრია ნორმალურად ვერ განვითარდება. ბროწეული ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება ჩვენივე მოქალაქეებისთვის და ჩვენ დავკარგავთ მათი ექსპორტის შესაძლებლობას. როგორც არ უნდა ვეძიოთ გაყიდვების სხვა ბაზარი, ტრადიციული ბაზარი დარჩება მთავარი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ იგი. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში, ვთქვათ, იაპონიაში, გემოვნების პრეფერენციები განსხვავებულია და იქ სხვა ხილია მოთხოვნადი. ევროპას აქვს თავისი ბროწეული სამხრეთ ნაწილში. თუ არაფერი გვაქვს გასატანი ან მცირე რაოდენობით, ტრადიციული ბაზრებზ ჩვენს ადგილს სწრაფად დაიკავებს სხვა ქვეყნები, კერძოდ ეგვიპტე. ბროწეულის 60-ზე მეტ ჯიშს ვზრდით და ნაყოფის გემოც მაღალია, ამიტომ გვაქვს რაღაც შესათავაზებელი, მთავარია სწორი მიდგომა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მისი თქმით, არ უნდა დავივიწყოთ ღრმა გადამუშავება და ეს ეხება არა მხოლოდ ხილს, საიდანაც, მაგალითად, სხვადასხვა სოუსები და ღვინო მზადდება. ბროწეულისგან ბევრი პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი, მათ შორის ბუნებრივი საღებავი ქერქიდან, წარსულში ხშირად ხალიჩების ძაფებს ღებავდნენ, ნ. აგაევი თვლის, რომ ასეთი ეკოლოგიურად სუფთა საღებავის წარმოება სამრეწველო მასშტაბით არის შესაძლებელი.
ეკონომისტმა ასიმან გულიევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბროწეულის მსოფლიო ბაზარზე არსებობენ მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა ტუნისი, მაროკო, ისრაელი, რომლებიც ყოველწლიურად აწარმოებენ და ექსპორტს გააქვთ დაახლოებით 30 ათას ტონა ბროწეული. კავკასიაში ბროწეულის მწარმოებელია საქართველოც, მოჰყავთ რუსეთში (დაღესტანი) და ცენტრალური აზიაში. სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, ავსტრალია და პერუ ასევე აწარმოებენ ბროწეულს. აზერბაიჯანშიც ყოველწლიურად იზრდება ბროწეულის მოყვანა და უმეტესწილად ის განვითარებულია ცენტრალური არანის ეკონომიკურ ზონაში.
მისი თქმით, ბროწეულის მწარმოებელმა ბევრმა აზერბაიჯანელმა ფერმერმა, თავისი სამუშაო მაღალ დონეზე მოაწყო. ისინი ახერხებენ არა მხოლოდ დიდი მოსავლის აღებას, არამედ პროდუქტის შენახვას, არასასეზონო პერიოდისთვის, რამაც გამოიწვია ამ კულტურის ექსპორტის მკვეთრი ზრდა.
„ეს წარმატება განპირობებულია როგორც მწარმოებლებით, ასევე ჩვენი სახელმწიფოს კომპეტენტური სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკით, რომელმაც შექმნა ხელსაყრელი პირობები სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესანახად.
სახელმწიფომ 2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 31 მაისამდე, ბროწეულის ინტენსიური ბაღების თითოეულ 1 ჰექტარ ბროწეულის ბაღის გაშენებაზე 3000 მანათის სუბსიდიას აფინანსებდა.
ამანაც ბიძგი მისცა ამ მეურნეობების განვითარებას. ერთი 1 ჰექტარი ბროწეულის პლანტაციის გაშენება საშუალოდ 4-დან 7 ათას მანათამდე ღირს. ყოველი ახალი პლანტაციიდან შეგიძლიათ მიიღოთ 170-180 ტონა მზა პროდუქტი. მომგებიანობა ამ შემთხვევაში 50%-ზე მეტია.
მაგრამ ამ სფეროში ასევე არის პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. ჩვენ უნდა შევქმნათ შესაბამისი გარემო მათი ზრდისთვის. ფაქტია, რომ ბროწეულის ნერგებს უყვართ გარკვეული კლიმატი – მზე, არ არიან განსაკუთრებით მომთხოვნი წყალზე, მაგრამ კარგად ვერ იტანენ ქარიან ამინდს და წვიმას. და ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია“, – აღნიშნა ეკონომისტმა.
წყარო: zerkalo.az
იხილეთ აგრეთვე: ბროწეული – დარგვა, მოვლა, მოყვანა