ევროკავშირის ფერმერები რუსეთისა და ბელორუსის სასუქებზე საბაჟო გადასახადის შემოღებას ეწინაღმდეგებიან

რუსეთი, ბელორუსი, სასუქებზე, საბაჟო, გადასახადები

ევროპის უმსხვილესმა სასოფლო-სამეურნეო გავლენის ჯგუფმა, გააკრიტიკა ევროკომისიის წინადადება რუსეთიდან და ბელორუსიდან სასუქებზე საბაჟო გადასახადების შემოღების შესახებ.

ევროკავშირის ფერმერთა ყველაზე გავლენიანი გაერთიანება, კოპა-კოგეკა (Copa-Cogeca), ეწინააღმდეგება ევროკომისიის წინადადებას რუსეთიდან და ბელორუსიდან სასუქებზე საბაჟო გადასახადის შემოღების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ხუთშაბათს, 27 თებერვალს, ბრიუსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო გაერთიანების თანახმად, ამ ნაბიჯმა შეიძლება სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიაყენოს სოფლის მეურნეობას. ისინი მოითხოვენ ბაზრის ადაპტირებისთვის, რუსეთიდან და ბელორუსიდან სასუქებზე გადასახადების შემოთავაზებული ცვლილების ძალაში შესვლის ერთი წლით გადავადებას. მათ სურთ ამ ეტაპზე ცვლილებები მხოლოდ აზოტის სასუქებით შემოიფარგლოს და ამასთან ევროკავშირის გარეთ, სხვა ქვეყნებისთვის, სასუქების იმპორტის გადასახადი დაუყოვნებლივ გაუქმდეს.

ფერმერები ასევე ითხოვენ სასუქების ფასების ზრდის მონიტორინგს და ავტომატური დაცვის მექანიზმების შემოღებას თუ ფასები საკონტროლო მაჩვენებლებს აღემატება.

„სასიკვდილო თამაშები სოფლის მეურნეობასთან“

„ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია სასურსათო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის. ასევე აუცილებელია ზემოქმედების ანალიზის ჩატარება (ტარიფების შემოღების შესახებ – რედ.), რადგან ევროკავშირს არ შეუძლია სასიკვდილო თამაშების გამართვა საკუთარ სოფლის მეურნეობასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

Copa-Cogeca-ს თანახმად, ევროკომისიის წინადადება მისი ამჟამინდელი ფორმით მძიმე შედეგებს უკვე 2025 წლის ზაფხულში მოიტანს.

ევროპელ ფერმერებსა და კოოპერატივებს სჭირდებათ სასუქების საიმედო და მუდმივი ნაკადი კონკურენტულ ფასებში, რათა უზრუნველყონ სასოფლო-სამეურნეო წარმოების გარანტია, ხაზს უსვამს Copa-Cogeca.

ევროკავშირის სასუქების მწარმოებლები კმაყოფილები არიან

ამავდროულად, Fertilizers Europe, ორგანიზაცია, რომელიც ევროპის სასუქის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, მიესალმა კომისიის წინადადებას „როგორც აუცილებელ პასუხს მიმდინარე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე“. ორგანიზაციის აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ტარიფები დაუყოვნებლივ დაწესდეს იმ დონეზე, რომელიც ეფექტურად შეაჩერებს ნებისმიერ იმპორტს რუსეთიდან და ბელორუსიიდან. ასეთი ნაბიჯი შეამცირებს ევროკავშირის დამოკიდებულებას ამ მარაგებზე, შეასუსტებს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას და ამავე დროს ხელს შეუწყობს ევროპელ მწარმოებლებს, მიიჩნევენ სასუქების მწარმოებლები.

საპასუხოდ, Copa-Cogeca-მ განაცხადა, რომ მხოლოდ იმპორტის გადასახადი არ არის საკმარისი ევროპული სასუქების წარმოების კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად. „ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ამ კომპანიებისთვის იაფი ენერგორესურსების და ნედლეულის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი და ბელორუსია შეძლებენ ევროკავშირის საბაჟო გადასახადების გვერდის ავლას, შესაძლოა ექსპორტის განხორციელებით მესამე ქვეყნების გავლით, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – ნათქვამია ფერმერების განცხადებაში.

წყარო: dw.com

თქვენი რეკლამა