
უზბეკეთში ამოქმედდა ციფრული პლატფორმა E-logistika, რომელიც წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვებისა და ლოჯისტიკური სერვისების ერთიან გადაწყვეტას.
ეს ინიციატივა არის ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სისტემის უფრო ფართო ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ამ სფეროში გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაზრდას.
პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია ბაზრის ყველა მონაწილისთვის, მათ შორის გამგზავნებისთვის, გადამზიდავებისთვის და მიმღებებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს ადვილად ითანამშრომლონ და გააუმჯობესონ თავიანთი პროცესები.
უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო იმედოვნებს, რომ E-logistika-ს გამოყენება ხელს შეუწყობს ხარჯების შემცირებას, პროცესების დაჩქარებას და ლოჯისტიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
უზბეკეთმა ჩამოაყალიბა ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სისტემის შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებები. ასევე შემუშავდა ერთიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მტკიცდება 2030 წლამდე ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და ტვირთების ტრანზიტის კონცეფცია.
ციფრული პლატფორმის E-logistika-ს გაშვება, უზბეკეთში ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის.