ხშირად გვხვდება ისეთი ნიადაგები, რომლის რწყვის დროსაც არ ხდება წყლის შეღწევადობა ნიადაგში და ხდება ზემოდან გადავლა ან ისეთი ნიადაგები რომლის რწყვის დროსაც ხდება წყლის ჩადინება ნიადაგის ქვედა ფენებში, რომელსაც მცენარე ვერ იყენებს.
სპეციალურად ასეთი ტიპის ნიადაგებისთვის არსებობს კომპანია კარტლისის ახალი პროდუქტი „ნუმატრიკი“ რომელიც შეიცავს კალიუმის და მაგნიუმის ნაზავს, ორგანულ მჟავებთან ერთად და რომელიც შექმნილია სპეციალურად უსტრუქტურო ნიადაგებისთვის.
უსტრუქტურო ნიადაგები : ნიადაგები, რომლებიც ვერ ახერხებენ წყლის შეკავებას მცენარის ფესვის არეში და ნიადაგები, რომლის რწყვის დროსაც წყალი ვერ აღწევს ნიადაგში და ხდება წყლის ჩადინება. ესეთი ნიადაგებია: მსუბუქი თიხნარი, ქვიშნარი, ქვიშიანი, მძიმე თიხიანი, თიხიანი, მძიმე თიხნარი, საშვალო თიხნარი ნიადაგები.
ყველა აღნიშნულ ნიადაგს აქვს პრობლემა წყლის შეთვისებასთან. ასეთი ტიპის ნიადაგებს საქართველოს ყველა კუთხეში შევხდებით. ქვიშნარ და ქშვიაიანი ნიადაგების შემთხვევაში, წყლის ჩადინება ისე ხდება ნიადაგის ქვედა ფენებში, რომ ნიადაგის სტრუქტურიდან გამომდინარე ვერ ხერხდება წყლის შეკავება და მცენარე ვერ ახერხებს წყლის საჭირო რაოდენიბის მიღებას, ხოლო თიხიან და თიხნარ ნიადაგებში პირიქით, არ ხდება საჭირო რაოდენობის წყლის შეღწევა ნიადაგში , შედეგად მცენარე იღებს უწყლობით გამოწვეულ სტრეს.
ნუმატრიკის გამოყენება აუმჯობესებს ნიადაგს სტრუქტურას რათა გაამარტივოს მასში წყლის შეღწევა და მისი შეკავების უნარი მცენარის ფესვის არეში, ეს საშვალებას გვაძლევს გვალვიან პირობებში , სარწყავი წყლის მცირე დოზებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი.
პრეპარატი ეფექტურია მაღალი მექანიკური შემადგენლობის (თიხნარი, თიხიანი და ა.შ.) და ასევე ქვიშნარ ნიადაგზებზე. ასევე პრეპარატში არსებული ელემენტები და ორგანული მჟავები, საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ნიადაგში მაგნიუმის და კალციუმის ბალანსი.
შემადგენლობა: 2.4 % CaO
1.1% MgO
45.2 % ორგანული მჟავები
გამოყენების დოზები : 5-10 ლ – 1 ჰაზე.
სეზონის მანძილზე გამოყენების ჯერადობა 2 დან-4 მდე.
გამოყენების წესი : ჩავრთოთ სარწყავი სისტემა დაახლოებით 20 წუთი,
რათა მოხდეს ნიადაგის დასველება, შემდეგ
გავხსნათ პრეპარატი შესაბამისი დოზით და
გავუშვათ სისტემაში, შემდეგ ისევ გავატაროთ წყალი.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.
პრეპარატის შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანია კარტლისის საიტს ბმულზე: http://www.cartlis.ge/contact-us
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.