აზერბაიჯანი თხილის სექტორს ანვითარებს

თხილი, კავკასია, აგრო, აზებაიჯანი

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ამ ქვეყანაში თხილის სექტორის განვითარებისთვის 2020 წელს ახალი პროექტს დაიწყო.

ამის შესახებ „ტრენდს“ აზერბაიჯანში FAO– ს პარტნიორობისა და საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა მელეკ ჩაკმაკმა განუცხადა.

”პროექტი რომელიც წარმოადგენს FAO-ს და აზერბაიჯანს შორის საპარტნიორო პროგრამის ნაწილს მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. პროექტი გათვლილია სამ წელზე და მისი მთავარი მიზანია თხილის წარმოების ეფექტურობის გაზრდა და ინდუსტრიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რამაც უნდა გამოიწვიოს მცირე ფერმერების შემოსავლის ზრდა და რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნითა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდით სოფლად სიღარიბის შემცირება.“

როგორც ჩაკმაკმა აღნიშნა, აზერბაიჯანი მსოფლიოში თხილის უმსხვილეს მწარმოებელთა ხუთეულში შედის. ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ფერმერებს და შესაბამისად თხილის ფართობები ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მოსავლიანობა დაბალია (1,2 ტონა ჰექტარზე) და სოფლის მეურნეობის წარმოების თანამედროვე მეთოდები ნაკლებად გამოიყენება.

”პროექტის კიდევ ერთი მიზანია თხილის წარმოების ეფექტურობის გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მცირე ფერმერებს საშუალება უნდა მიეცეთ გამოიყენონ მოწინავე სოფლის მეურნეობის გამოცდილება წარმოებული თხილის ხარისხის გასაუმჯობესებლად. პროექტი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ინსტიტუციების კერძო სექტორთან ურთიერთობის შესაძლებლობებსაც გააფართოვებს”, – თქვა მან.

ჩაკმაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ღონისძიება მიმართულია ამ სფეროში მეწარმეების პოტენციალის ამაღლებისა და თხილის წარმოების ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისთვის.

თქვენი რეკლამა