
კარტოფილის მოსაყვანად აღმოსავლეთ საქართველოს ნაკლებტენიან რაიონებში შემოდგომით, ხოლო ჭარბტენიან ზონაში ადრე გაზაფხულზე უნდა დამუშავდეს ნიადაგი შესაბამისად შერჩეული მეთოდით.
კარტოფილის რგვა შეიძლება როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა მიაღწევს 10-12 გრადუსს. სასურველია სათესლედ შეირჩეს სტანდარტული თესლი (ტუბერის წონა 40-50 გრამი). ერთ ჰექტარზე ირგვება 3 ტონა, 10-12 სმ სიღრმეზე.
ტუბერების დამუშავევბა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ უნდა მოხდეს დარგვამდე ერთი დღით ადრე ორგანიკა + ბიოკატენა + ლეპიდინი – 2%-იანი სამუშაო ნაზავით.
ერთ ტონა თესლის დასამუშავებელად საკმარისია 10-15 ლიტრი სამუშაო ნაზავი.
დამუშავებული სარგავი მასალა უნდა შეშრეს ჩრდილში ან საწყობის პირობებში.
ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე, მცენარის აღმოცენებამდე, ყოველ ერთ ჰექტარზე უნდა შევიტანოთ 50-დან 100 ლიტრამდე ორგანიკა (მოსხურების წესით).
თუ მეურნეობა არაა ბიოლოგიური იმ შემთხვევაში ფერმერს სასუქი შეაქვს ჰერბიციდთან ერთად.
I ფოთლოვანი კვება
დაავადებებისა და მავნებლების პრევენცია – როდესაც მცენარე მიაღწევს 12-15 სანტიმეტრს. ერთ ჰექტარზე 5 ლიტრი ორგანიკა + 3 ლიტრი ლეპიდინი + 3 ლიტრი ფიტოკატენა.
II ფოთლოვანი კვება
დაავადებებისა და მავნებლების პრევენცია – ყვავილობის დასაწყისში. ერთ ჰექტარზე 10 ლიტრი ორგანიკა + 5 ლიტრი ლეპიდინი + 5 ლიტრი ფიტოკატენა.
10-14 დღის შემდეგ მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ უნდა განმეორდეს წამლობა 5 ლიტრი ლეპიდინი + 5 ლიტრი ფიტოკატენა.
ხშირი წვიმების შემთხვევაში პრეპარატებთან ერთად დამატებით უნდა გამოვიყენოთ ბოსდოს ნარევის 1%-იანი ნაზავი.
მნიშვნელოვანია!
მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი.
გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებები: თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა, ფიტოკატენა, ლეპიდინი.
გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bioagro.ge
*ტრადიციული მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლას სჭირდება სპეციალური სქემა, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს „ბიოაგრო“.
რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.
იხილეთ (დაკლიკეთ) აგრეთვე: კარტოფილის დაცვის სქემა (Bayer-ის პრეპარტებით).