ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, ვენახის ხარისხს კი, კარტლისის სპეციალისტები და პრეპარატები ქმნის!
მცენარეთა დაცვის გარეშე შეუძლებელია უხვი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება!
კარტლისის ძირითადი ამოცანაა, მოსავლის დანაკარგის შემცირება ან მთლიანად ლიკვიდაცია, რომელიც გამოწვეულია მავნებლების, დაავადებებისა და სარეველებისაგან!
ვაზის პირველი წამლობა ტკიპებზე დაიწყო, კარტლისის იაპონური პრეპარატით ორტუსი, რომელიც წარმოადგენს მაღალეფექტური კონტაქტური მოქმედების აკარიციდს, რომელიც მოქმედებს ტკიპების ფართო სპექტრზე.
ახასიათებს სწრაფი „ნოკაუტისებური“ და ხანგრძლივი დამცავი მოქმედება. მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა მოძრავ სტადიაზე: მატლი, ნიმფა, იმაგო, ზრდასრული ტკიპა. გააჩნია „ოვიციდური“ (კვერცხის საწინააღმდეგო) ეფექტი.
ეფექტურია ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში. არ კარგავს ეფექტურობას მაღალი ტემპერატურებისა და ძლიერი ნალექების პერიოდშიც კი.
ფიტოტოქსიკურობა:
რეკომენდირებული დოზებისა და წესების დაცვით გამოყენებისას ორტუსი 5 სკ არ არის ფიტოტოქსიკური.
რეზისტენტობის განვითარება:
რეკომენდირებულია ორტუსი 5 სკ-ს მონაცვლეობა სხვა მოქმედების მექანიზმის მქონე აკარიციდებთან. არ გამოიყენოთ ორტუსი 5 სკ ზედიზედ 2-ზე მეტჯერ.
სამუშაო ხსნარის მომზადება:
ორტუსი 5 სკ უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. გადაზომეთ შემასხურებლის ავზის მოცულობის შესაბამისი ორტუსი 5 სკ-ს რაოდენობა. განაზავეთ იგი წყლით, მცირე მოცულობის ჭურჭელში და ჩაასხით შემასხურებლის წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში. ჩართული ამრევის პირობებში შეავსეთ ავზი წყლით საჭირო მოცულობამდე. შემასხურებლის ამრევი ჩართული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების პერიოდის განმავლობაში. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას იმავე დღეს.
სიფრთხილის ზომები:
ორტუსი 5 სკ დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის, ფრინველებისათვის, ჭიაყელებისათვისა და ნიადაგის მიკროორგანიზმებისათვის. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ზედაპირული წყლების მახლობლად. დაბალტოქსიკურია ფუტკრისათვის. ფუტკრის ფრენის შეზღუდვა: 3-4 საათი.
თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:
ორტუსი 5 სკ თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. თუმცა, უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდირებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. არ შეიძლება ორტუსი 5 სკ-ს გამოყენება ნარევებში სპილენძშემცველ პრეპარატებთან ერთად.
უსაფრთხოების წესები:
პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე, -50C – +300C ტემპერატურის პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.
მყიდველთა საყურადღებოდ:
მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.
მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.
დეტაული ინფორმაციისა და დამატებითი კითხვებისთვის გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე http://www.cartlis.ge/default/content/ორტუსი
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.
კარტლისის საკონტაქტო გვერდი: http://www.cartlis.ge/default/contact-us
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მოცემული ბმულით.