იწყება მზადება ფრინველის ჩეკვის სეზონისთვის. რა ძირითადი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ მეფრინველეობის ინკუბატორის შერჩევისას?
ეს რჩევები უფრო მეტად დამწყებ საოჯახო მეფრინველეებს დაეხმარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ბევრი ფერმერი წააწყდა პრობლემას არასწორად შერჩეულ საოჯახო ტიპის ინკუბატორებზე.
ინკუბატორის სწორად შერჩევისთვის მთავარია გავითვალისწინოთ მისი ტექნიკური პარამეტრების გამართულობა, რაშიც ხშირ შემთხვევაში აუცილებლად გვჭირდება სპეციალისტების ჩართულობა.
ინკუბატორების ცენტრი agroonline.ge უკვე 9 წელია ეწევა ამ საქმიანობას და დამწყებ ფერმერებს უზიარებს გამოცდილებას.
„ინკუბატორის მაღალეფექტური ჩეკვადობისათვის მთავარია 3 ძირითადი ტექნიკური პირობის დაცვა – 1. ტემპერატურა 2. ტენიანობა და 3. კვერცხის „გადატრიალება“. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორი აერაცია და თერმოიზოლაცია. თუ ეს პრინციპები სწორადაა დაცული ინკუბატორმა აუცილებლად უნდა მოგვცეს მაღალი ჩეკვადობის ეფექტი“ – გიორგი თედიაშვილი, agroonline.ge ტექნიკური სპეციალისტი.
რითი განსხვავდება თქვენს მიერ შემოთავაზებული ინკუბატორები სხვა მსგავსი მოდელებისგან?
„პირველ რიგში, ეს ინკუბატორები ჩვენი სპეციალური შეკვეთით იწარმოება. ეს რას გულისხმობს? – ჩინეთის ქარხანაში ინკუბატორები იწყობა ჩვენს მიერ მოთხოვნილი მაღალხარისხიანი ნაწილებით და რაც მთავარია მაღალი სიზუსტის მართვის ბლოკით. ჩვენივე მოთხოვნით წლების განმავლობაში დაიხვეწა მოდელები და ამჟამად მინი საოჯახო ინკუბატორებიც კი არის სრულიად ავტომატური – გარდა ტემპერატურისა უკვე ტენიანობის ავტომატური კონტროლით.
მიუხედავად ქარხნული ხარისხის კონტროლისა, ყველა ინკუბატორი ჩვენს მიერ ადგილზე გადის დამატებით შემოწმებას. მაღალი სიზუსტის სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით ყველა ინკუბატორი სათითაოდ გადის ტესტირებას ტემპერატურის და ტენიანობის სიზუსტეზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება მყიდველს. ამგვარად, ჩვენ თვითონ დარწმუნებულები ვართ რომ სწორი საინკუბაციო კვერცხის და ინსტრუქციის დაცვის შემთხვევაში ფერმერებმა უნდა მიიღონ მაქსიმალური ჩეკვის შედეგები.
ჩვენს ინკუბატორებზე ასევე ვრცელდება ტექნიკური საგარანტიო პირობები. ყველა სათარიგო ნაწილი არის ადგილზე და თავად ვუზრუნველყოფთ საჭირო სერვისს.
ინსტრუქცია და პრაქტიკული რჩევები მოყვება ქართულ ენაზე. ეს არ არის უბრალოდ თარგმანი – ინსტრუქციაში ჩატანილია ყველა ის კითხვა თუ რჩევა, რაც წლების განმავლობაში გამოცდილებით დავაგროვეთ ჩვენს მომხმარებელთან ერთად. თუ ინსტრუქციის მიღმა დამატებით შეკითხვები აქვთ ფერმერებს, გვიკავშირდებიან სატელეფონო კონსულტაციისთვის.
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ წლები დაგვჭირდა მიგვეღწია მაღალეფექტური ტექნიკური შედეგებისთვის. ამ საქმის დასაწყისში, განსაკუთრებით 2014-2015 წლებში ჩვენც გვქონდა ტექნიკური პრობლემები, რომლის გამოსწორებისთვის ძალა არ დაგვიშურებია. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა ჩვენს ერთგულ მომხმარებელს თანადგომისთვის, ლოიალობისთვის და მეგობრული რჩევების გაზიარებისთვის! – – ლევან ფანჯიკიძე, agroonline.ge დამფუძნებელი.
რას გვირჩევთ საქართველოში ინკუბატორების მწარმოებლებზე?
მთავარია ინკუბატორში დაცული იყოს წარმოების ტექნიკური პარამატრები, ისე მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება წარმოებული. საქართველოში რამდენიმე კარგი მწარმოებელი სპეციალისტი გვყვავს დიდი ხნის გამოცდილებით. თავიანთი შრომით ამზადებენ ინკუბატორებს სტანდარტების დაცვით. ვურთიერთობთ მათთან, ვუზიარებთ ერთმანეთს შესაძლებლობებს და გამოცდილებას. ყოველთვის მივესალმებით ჩვენს ქვეყანაში წარმოების განვითარებას და ვუსურვებთ წარმატებებს. იმედი გვაქვს სამომავლოდ მოგვეცემა შესაძლებლობა ერთობლივი ძალებით ჩვენს ქვეყანაშიც გაიხსნას თანამედროვე სტანდარტების საწარმო.
სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?
ჩვენი საბითუმო საწყობი, მაღაზია და სერვის ცენტრი არის თბილისში: ც.დადიანის #7, ქარვასლა, სართ.4,#422.
ასევე, შეძენის გამარტივებისთვის შევქმენით ონლაინ ვებ-გვერდი: www.agroonline.ge. ეს ძალიან უმარტივებს საქმეს ფერმერებს – ფოსტის მეშვეობით ნივთს იღებენ ადგილზე და არ უწევთ ადგილზე სიარულში დროის კარგვა. საიტზე შეძენა საკმაოდ მარტივია და უკვე ბევრი ფერმერი სარგებლობს ამ კომფორტით.
რადგან ონლაინ შეძენა ბევრისთვის მაინც სიახლეა, გვაქვს სატელეფონო კონსულტაცია და კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია დაკავშირება.
ვებ გვერდი: www.agroonline.ge
სტატია მოგვაწოდა აგრო ონლაინმა.
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.