ვაშლის დაცვის სქემა კარტლისისგან!

ვაშლი, დაცვა, წამლობა, აფეტი, კარტლისი, სქემა

კომპანია კარტლისი, მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

23 წლის განმავლობაში ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა და კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა!

ეს საოცრად მსხმოიარე ვაშლი უნიკალური პრეპარატის აფეტის დამსახურება გახლავთ, ახალი თაობის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გააჩნია, როგორც დამცავი ასევე სამკურნალო თვისებები. პრეპარატი შესხურებიდან რამოდენიმე წუთში აღწევს მცენარის ქსოვილში, ხოლო დამუშავებიდან 1 საათში ის უკვე აღარ ირეცხება მოულოდნელად მოსული ნალექით. პრეპარატს ახასიათებს უაღრესად მაღალი ეფექტურობა ვაშლის ქეცის გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ და მრავალი კულტურის სიდამპლეების გამომწვევი სოკოების სპორების წინააღმდეგ.

ვაშლი, დაცვა, წამლობა, აფეტი, კარტლისი, სქემა

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან: აფეტი თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. თუმცა, უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდირებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. არ არის მიზანშეწონილი აფეტის შერევა ძლიერი ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატებთან. არ შეიძლება აფეტის გამოყენება ბორდოს ნარევთან ერთად.

სამუშაო ხსნარის მომზადება: აფეტი უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. გადაზომეთ შემასხურებლის ავზის მოცულობის შესაბამისი აფეტის რაოდენობა. განაზავეთ იგი წყლით მცირე მოცულობის ჭურჭელში და ჩაასხით შემასხურებლის წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში. ჩართული ამრევის პირობებში შეავსეთ ავზი წყლით საჭირო მოცულობამდე. შემასხურებლის ამრევი ჩართული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების პერიოდის განმავლობაში. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას იმავე დღეს.

შენახვის პირობები: შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე -50C – +300C ტემპერატურის პირობებში. გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი მშრალ, ბნელ ადგილას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

ვაშლის დაცვის სქემა კარტლისისგან

https://drive.google.com/file/d/10zP9W1q06suhZkPZNwByIXRdz-MRso9t/view

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://www.cartlis.ge/

თქვენი რეკლამა