იყიდება კავკასიური სოჭის ნერგები

სოჭი, კავკასიური, ნერგი

კავკასიური სოჭი (ლათ. Abies nordmanniana) ტანმაღალი ხეა, სიმაღლეში 60-70მ-ს აღწევს და 2-მდე დიამეტრი აქვს. ლამაზი კონუსური ვარჯით. ქერქი მთრიმლავ ნივთიერებას და ფისს შეიცავს.

კავკასიური სოჭი ჯერ ნელა იზრდება, ხოლო 10-12 წლის შემდეგ ზრდა მატულობს. ცოცხლობს 500 წლამდე. სოჭი ჩრდილის მომთხოვნია. მეზოფილია. ზღვის დონიდან 1200-2000 მმდეა გავრცელებული. დასავლეთ საქართველოში 600 მ- მდე ჩამოდის.

სოჭისთვის უნდა შეირჩეს, კარგად დრენირებული, საშუალო ტენიანობის და ნეიტრალური მჟავიანობის ნაყოფიერი ნიადაგი. მცირედ დაქანებულ ფერდობებზე საკმაოდ ღრმა ფესვთა სისტემას ივითარებს. ქარგამძლეა, თუმცა საჭიროებს ძლერი, ცივი ქარებისგან დაცვას, არ უყვარს გვალვა.

კავკასიური სოჭის დარგვა შეიძლება, როგორც ადრე გაზაფხულხე ისე შემოდგომით, უკეთესია 5-7 წლის ნერგი. რგავენ თბილ ამინდში (კარგია წვიმიანი დღე). დასარგავ ორმოს ამზადებენ მინიმუმ ორი კვირით ადრე.

ორმოს ზომა საშუალოდ 60-80 სმ-ია, ნერგის ასაკისა და ფესვთა სისტემის განვითარებიდან გამომდინარე. ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირის დონეზე უნდა იყოს. საშუალო მანძილი მცენარეთა შორის 4-5 მ.

ნიადაგის ერთ-ერთი საუკეთესო ნარევია: ნეშომპალა ან კომპოსტი, მიწა, მდინარის ქვიშა, ტორფი.

სოჭი, კავკასიური, ნერგი

ფასი: 10 ლარი
ზომა: 20-30 სმ.

საკონტაქტო ინფორმაცია

ეროვნული საშენი მეურნეობა
მისამართი: გარდაბნის რ-ნი, სოფელი სართიჭალა
(თბილისი – გომბორის გზატკეცილის 6 კმ).
ელ-ფოსტა: info@sanerge.com

საიტი: (დაკლიკეთ): http://wla.gov.ge/ka/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ ზემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციით.

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა