ფერმერს-ბაღის მალამოს დამზადების და გამოყენების რეცეპტი

2436 Views Comment Off

ხეხილის ბაღებში აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარების, სტიქიური მოვლენების (სეტყვა, ძლიერი ქარები და სხვა) შედეგად, ხშირია მცენარეების მექანიკური დაზიანების შემთხვევები. დაზიანებული ადგილები მავნებელ-დაავადებათა კერების გავრცელების წინა პირობაა.

მცენარეებს, მექანიკური დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ადგილებზე უნდა წავუსვათ ბაღის მალამო, რაც ძალზე ეფექტურია ჭრილობების მოსაშუშებლად, ასევე, მავნებელ-დაავადებებს ესპობათ გამრავლების საშუალება.

ბაღის მალამოს დამზადების მრავალი ვარიანტი არსებობს:

პრაქტიკაში გამოიყენება შაბიამანი, კირი და კირხსნარით დამზადებული მალამო. მომზადების წესი: 1 კგ. შაბიამანი, 1 კგ. კირი და 1 ლიტრი კირხსნარი მოვათავსოთ ჭურჭელში, კარგად ავურიოთ. მიიღება ფაფისებრი მასა, რომელიც მზადაა გამოსაყენებლად.

საკმაოდ გავრცელებულია კანიფოლი, ფიჭა, ცხიმით დამზადებული მალამო. მომზადების წესი: 1 წილი კანიფოლი და 2 წილი ფიჭა ჭურჭელში უნდა გავადნოთ და შევურიოთ ერთმანეთს. შემდეგ უნდა დავუმატოთ 1 წილი ცხიმი (უმარილო ღორის ქონი). მიღებული მასა წვრილი ჭავლით უნდა ჩავასხათ ცივ წყალში და შევკრათ გუნდებად. შემავსებლად შეიძლება დაემატოს ნაცარი.

გამოყენების წესი: აღნიშნული მალამო შეიძლება გამოვიყენოთ ხეხილის ბაღში, წაუსვათ მცენარეებს მექანიკურად დაზიანებულ ადგილებზე, განასხლავ შედარებით დიდ ჭრილობებზე (მათ შორის ნამყენზე), ტოტის გადანახერხზე, ტოტის ჩამოხლეჩის ადგილზე, მექანიკურად დაზიანებულ კანზე და ა.შ.

აღნიშნული მეთოდები ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.

ჯაბა ჭეიშვილი, ასოციაცია «ელკანას» კოორდინატორი გურიის რეგიონში
gurianews.com

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB