სიმინდის კვება და სარეველებთან ბრძოლა

სიმინდი ერთ-ერთი ძვირფასი სასურსათე და საფურაჟე კულტურაა, ამავე დროს თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში საკმაოდ რენტაბელურიცაა.

უკანასკნელ ხანში მისი წარმოების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.

ამ სტატიაში “ტრაქტორი” მოგცემთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას თუ როგორ გამოკვებოთ სიმინდი და როგორ გაანადგუროთ სარეველები ნაკვეთში.

ნიადაგის განოყიერება

სიმინდს დიდი რაოდენობით სჭირდება საკვები ნივთიერებები. მაგალითად, 1 ჰა-ზე საშუალოდ 10 ტ მარცვლის მისაღებად,  რეკომენდირებულია ფიზიკური წონით  შეიტანოთ  ამონიუმის გვარჯილა 170-350 კგ/ჰა, სუპერფოსფატი 330-500 კგ/ჰა, კალიუმის მარილი 170-250 კგ/ჰა.

სიმინდის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ამაღლებს ნიადაგში გადამწვარი ნაკელის ან კომპოსტის 30-60 ტ/ჰა რაოდენობით შეტანა, თუმცა ნაკელის შეტანის შემთხვევაში არ გამოგრჩეთ სიმინდის აღმოცენებამდე, მახრას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, რომლის რეზერვაციას სწორედ ნაკელი წარმოადგენს.

სიმინდი

ურწყავ ბაღში, ზემოთ ნახსენები სამივე სახის მინერალური სასუქი უნდა შევიტანოთ ერთჯერადად, ხვნის წინ, ან ნიადაგის თესვისწინა დამუშავების დროს,  ან შეინახოთ აზოტის რაოდენობის ⅓, რომელსაც  შემდეგ გამოიყენებთ მცენარის გამოსაკვებად. სარწყავებში ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების სრული დოზა შედის ნიადაგში ხვნის წინ, ხოლო აზოტის 40% თესვის წინ, 60% გამოკვებისას.

სარეველებთან ბრძოლა

სიმინდის კულტურაში მნიშვნელოვანია სარეველებთან ბრძოლა. თუ თქვენს ნაკვეთში ყველა ტიპის სარეველაა გავრცელებელი, მათ შორის ფართოფოთლიანებიც გამოიყენეთ ჰექტორ მაქსი, რომელსაც სამი მოქმედი ნივთიერება აქვს და ანადგურებს ყველა სახეობის სარეველას.

ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და მგრძნობიარე ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ გამოიყენეთ იკანოსი.

სიმინდი

ჰერბიციდები გამოიყენეთ სარეველების განვითარების შემდეგ ფაზაში:

  • ბურჩხა, ძურწას ნაირსახეობები და სხვა ერთწლიანი მარცვლოვნები – 2 ფოთლიდან ბარტყობამდე;
  • მწყერფეხა და ფეტვი – 3 ფოთლამდე;
  • ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებლიანები – 2-4 ფოთოლი;
  • მხოხავი ჭანგა, შალიფა – 10-15 სმ სიმაღლის ფაზაში;
  • ღიჭა – როზეტის სტადია.

ჰერბიციდი იხსნება 200-300 ლიტრ წყალში (სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 200-300 ლ/ჰა-ზე).

სასურველია, ჰერბიციდთან ერთად ხსნარში შეურიოთ NPK 19-19-19 ან NPK 27-27-27 და მიმწებებელი, რაც უზრუნველყოფს ჰერბიციდის ხანგრძლივ და ეფექტურ მოქმედებას. შესხურება ჩაატარეთ მზიან და წყნარ ამინდში.

ტრაქტორი გირჩევთ:

  • ნაკელის შეტანისას ებრძოლეთ მახრას;
  • მოაშორეთ სიმინდს სარეველები;
  • გამოიყენეთ ხარისხიანი პრეპარატები;
  • დაიცავით პრეპარატების დოზირების ნორმები;
  • ჰერბიციდთან ერთად გამოიყენეთ სასუქები, მიკროელემენტები.

პრეპარატების შესაძენად, ნორმების, ფასის ან სხვა დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

უფასო ცხელი ხაზი: 032 2 500 605
პასუხები ონლაინ რეჟიმში იმეილზე: support@traktor.ge
Facebook-ის გვერდზე https://www.facebook.com/traktorapp/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

თქვენი რეკლამა