ლობიოს კულტურა შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ლობიოს მემარცვლიამ

360 Views

ლობიოს კულტურა შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს ლობიოს მემარცვლიას (Acanthselides obtectus) უარყოფითი ზემოქმედების შედეგად. აღწერილობა – ლობიოს მემარცვლია მცირე ზომის მწერია, მისი სხეულის სიგრძე 2-3,5 მმ-ია, მკრთალი ან მუქი-მურა ფერისა.

ზედა მხარე დაფარულია ღია-ნაცარა ბეწვებისაგან წარმოქმნილი სიგრძივი ლაქებით და ყვითელ-მწვანე ბეწვებით. სხეულის ქვედა მხარე ღია ნაცრისფერია. ზედა ფრთები ისე მოკლეა, რომ ვერ ფარავს პიგიდიუმს. მათ ათ-ათი სიგრძივი ზოლი გასდევს. მკერდის ფარი ამობურცულია და დაფარულია წერტილებით. ულვაშები თორმეტნაწევრიანია, ფერად წითელ-ყავისფერი. მათი სიგრძე ზედა ფრთების ფუძეს აღწევს და მასზე ცოტა მეტია სიგრძით.

მავნებლის მატლი ცილინდრული ფორმისაა, რკალივით მოღუნული. სხეული დაფარულია გრძელი ჯაგრებით. შუბლი, ზედა ტუჩი და საპირე მურა-წითელი აქვს.

საქართველოს პირობებში მავნებელი ზამთარს ატარებს საწყობებში მოთავსებულ ლობიოს მარცვლებსა და მინდვრებში. ლობიოს მემარცვლია ხასიათდება ნაკლები გამძლეობით ყინვების მიმართ – მცირე ყინვასაც კი შეუძლია გამოიწვიოს მათი მასობრივი განადგურება.

მავნებლის ხოჭოები კვერცხის დებას იწყებენ გაზაფხულზე. წლის ამ პერიოდში კვერცხი იდება საწყობში მოთავსებულ ლობიოს მარცვლებსა და ტომრებზე, ხოლო ზაფხულში მავნებლის მიერ კვერცხის დება წარმოებს ლობიოს პარკში რისთვისაც ის წინასწარ ღრღნის პარკს კილზე და თითოეულ პარკში რამდენიმე კვერცხს დებს. ერთი მავნებლის კვერცხის პროდუქცია განვითარების ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში 100 ცალამდე აღწევს.

ემბრიონალური განვითარება თაობის მიხედვით 6-11 დღეა, მატლისა – 21-23, ჭუპრისა კი – 7-8. ლობიოს მემარცვლიას ემბრიონალური განვითარების ტემპერატურული ოპტიმუმი 27-29ºC-ია, მატლის – 24-27ºC, ჭუპრისა კი – 22-26ºC.

მატლი დაჭუპრების წინ მარცვლის კიდესთან ახლოს გადადის და იკეთებს ოვალური ფორმის ხვრელს. ეს ხვრელი გარედან ლაქას გავს. როდესაც მარცვლები იფარება ასეთი სახის ლაქებით, ეს იმის მანიშნებელია რომ მატლებმა დაიჭუპრეს და მოსალოდნელია ხოჭოების გამოსვლა მარცვლებიდან. ჭუპრიდან გამოსული ხოჭო მარცვლის გარსს ღრღნის და ისე გამოდის გარეთ. ხოჭოს შეუძლია შორ მანძილზე გადაადგილება ფრენით, რაც ხელს უწყობს მის გავრცელებას.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა – ლობიოს მემარცვლიას ძირითად მკვებავ მცენარეს წარმოადგენს ლობიოს სხვადასხვა სახეობა. გარდა ამისა მავნებელს შეუძლია იკვებოს ბარდაზე, სოიასა და სახვა პარკოსნებზე, როგორც მინდვრად, ასევე საწყობებში. დაზიანებულ თესლებს უქვეითდებათ აღმოცენების უნარი და სასაქონლო ხარისხი.

ბრძოლის ღონისძიებები:

მარცვლის რამდენიმე საათის განმავლობაში მაცივარში მოთავსება, სადაც ტემპერატურა -1ºC- მდეა. ასეთი პირობების შექმნის შემთხვევაში ხოჭოები იღუპებიან. იგივე ეფექტს იძლევა მარცვლის გარეთ გამოტანა ზამთარში, როდესაც ტემპერატურა 0ºC- ზე ნაკლებია. კარგ შედეგს იძლევა მარცვლის 20 წუთის განმავლობაში შეთბობა 18ºC ტემპერატურაზე;

შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება ლობიოს ვეგეტაციის პერიოდში;
საწყობების და სათესლე მასალის დეზინფექცია.

წყარო: georgianels.ge
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
1098 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
172 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB