საქართველოში გავრცელებულ საკარანტინო მავნებლებს შორის, კოლორადოს ხოჭო ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. კოლორადოს, იგივე კარტოფილის ხოჭო (Leptinotarsa decemlineata) ფეხსახსრიანების ტიპის, ფოთლისმჭამელი მავნებელია, რომელიც, ძირითადად, ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეებს ( კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა და ა.შ.) აზიანებს.
მწერის სამშობლოდ ჩრდილოეთ ამერიკა ითვლება. ის პირველად 1811 წელს აღმოაჩინეს. დღესდღეობით, ხოჭო ფართოდ არის გავრცელებული ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.ზრდასრული მავნებლის სიგრძე 6-11 მმ-ს აღწევს. მწერი ნარინჯისფერ-მოყვითალო შეფერილობისაა, დამახასიათებელი შავი ზოლებით.
კარტოფილთან კოლორადოს ხოჭოს ასოცირება 1859 წლამდე მოხდა, როცა ნებრასკას რეგიონებში კარტოფილის განადგურება აქტიურად დაიწყო. კოლორადოს ხოჭო ჭამს მცენარის ღეროებს,ზედა ფოთლებიდან დაწყებული, ანადგურებს მთლიან მოსავალს და საკვების საძებრად ათობით კილომეტრის გავლაც შეუძლია.
მავნებელი საკმაოდ სწრაფად მრავლდება, 1 მდედრს 1000-მდე კვერცხის დადება შეუძლია. ზაფხულში 1-დან 3 თაობამდე ვითარდება. საკმაოდ კარგად დაფრინავს, თუმცა გრილ დღეებში ქვეითად გადაადგილდება.
რომელი პრეპარატები გამოვიყენოთ მავნებლის გასანადგურებლად?
კოლორადოს ხოჭო საკმაოდ კარგად ეგუება შხამ-ქიმიკატებს, ამიტომ ბრძოლის მეთოდების საფუძვლიანი და სწორი შერჩევა აუცილებელია. ფერმერთა მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომაკვდინებელი ეფექტი აქვს რამდენიმე პრეპარატს:
- ულტრატოქსი – (კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების, სისტემური ინსექტიციდი) არღვევს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. პირეტროიდულ და ფოსფორორგანულ ინსექტიციდებთან შედარებით გაცილებით ეფექტურია. რეკომენდირებულია 1 ჰექტარზე- 100-150 გრამი ულტრატოქსის გამოყენება კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ. პრეპარატი ასევე ეფექტურია ბუგრების, თრიფსების, ფრთათეთრის, ნაყოფჭამიების, კოკრიჭამიების, ხერხიების და სხვა მწუწნი და მღრნელი მავნებლების წინააღმდეგ.
- სტარ 20 – (სისტემურ -კონტაქტური მოქმედების, ნეონიკოტინოიდური ინსექტიციდი). მოქმედი ნივთიერება, აცეტამიპრიდი, კარგად გადაადგილდება მცენარეში, შეხებისას მწერში იწვევს ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევას, რისგანაც მავნებელი მალევე იღუპება. კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ, 1 ჰექტარზე 100-120 გრამი პრეპარატის გამოყენებაა რეკომენდირებული. ასევე ეფექტურია პურის ბზუალას, ბუგრების, თრიფსების, ბაღლინჯოების და კალიების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მავნებელთან ბრძოლის ეფექტური შედეგების მისაღწევად, სამეურნეო ნაკვეთებში, პროფესიონალური წამლობები გაზაფხულიდან უნდა დაწყოს.
იხილეთ კარტოფილის დაცვის სქემა
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგრონომი“. ვებ გვერდი: agronom.com.ge
*დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.