კიტრის ბამბისებრი ანუ თეთრი სიდამპლე-Scperotinia libertiana Fuck

185 Views

გამომწვევი სოკო – Scperotinia libertiana Fuck.

აღნიშნული გამომწვევი ორგანიზმი აზიანებს დაახლოებით 60-მდე ბოტანიკური ოჯახის მცენარეებს. მცენარეთა დაზიანება შესაძლოა მოხდეს მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე და მათ ნებისმიერ ორგანოზე როგორც ღია, ასევე დაცულ გრუნტში.

დაავადების შედეგად იღუპება აღმონაცენი, ჭკნება ზრდასრული მცენარეები და ლპება ნაყოფები.

დაავადების გამომწვევი სკლეროციების სახით ინახება ნიადაგში და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. დაავადების მასობრივ გავრცელებას ხელს უწყობს მაღალი ტენიანობა დაბალი ტემპერატურის პირობებში.

დაავადების სიმპტომები

დაავადების სიმპტომების აღმოჩენა შესაძლებელია ღეროს ფესვთან ახლოს მდებარე ნაწილზე, სადაც თავდაპირველად ჩნდება სველი ლაქები, რომლებზედაც შემდგომში ვითარდება თეთრი ფერის მიცელიუმები. დროთა განმავლობაში დაავადება ვრცელდება მცენარის ზედა იარუსებზე. პათოგენი განსაკუთრებით ძლიერად აზიანებს ღეროს, განტოტვის ადგილებში და ფოთლებს.

ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობის პირობებში მიცელიუმები სწრაფად ვითარდება. მცენარეზე თეთრი სიდამპლის განვითარების შედეგად ხდება მის მიერ დაზიანებული ნაწილების თანდათანობითი კვდომა, რაც საბოლოოდ სრულდება მცენარის სრული დაღუპვით.

ნაყოფებზე დაავადების ნიშნები პირველად ვლინდება გამონასკვის სტადიაზე, ხოლო შემდგომ მათი შემჩნევა შესაძლებელია ნაყოფის განვითარების ყველა ეტაპზე. აღსანიშნავია რომ ნაყოფებში ყველაზე ხშირად პათოგენი აღწევს მექანიკური დაზიანებების მეშვეობით. დაავადების საწყის ეტაპზე ნაყოფის დაზიანებული ნაწილი იღებს ჭუჭყიან მწვანე შეფერილობას, ხდება სველი და რბილი.

დაავადების გავრცელების პარალელურად ნაყოფის ზედაპირი იფარება თეთრი ფერის მიცელიუმებით. ასეთ მიცელიუმებზე შემდეგ შავი სხეულები ანუ სკლეროციები წარმოიშობა, რაც სოკოს დაზამთრების სტადიას წარმოადგენს.

ტენიანი ამინდების პირობებში დაავადებული ნაყოფები ლპება და ცვივა. ჰაერის დაბალი შეფარდებითი ტენიანობის პირობებში კი ხდება დაზიანებული ნაყოფის მუმიფიკაცია – იგი მთლიანად იფარება სკლეროციებით და ასეთი სახით იგი დიდი ხნის განმავლობაში არის შენარჩუნებული მცენარეზე.

ფოთლების დაავადება ხდება ფოთოლზე დაავადებული მცენარეული ნარჩენების მოხვედრის ან მცენარის დაავადებულ ნაწილებზე კონტაქტის შედეგად. თავდაპირველად ფოთლის დაზიანებულ უბნებზე ჩნდება სველი ლაქები. განვითარებისათვის ხელსაყრელი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში სოკოს მიცელიუმები სწრაფად ვრცელდებიან მთელ ფოთოლზე, რომელიც ამის შედეგად დაიხვევა, განიცდის დეფორმაციას და ხმება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • აგროტექნიკური და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წმენდას ახალ ფართობში შესვლამდე, მცენარეული ნარჩენების განადგურებას და სათესლე მასალის დეზინფექციას;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ლიახვის ნაკრძალი — ბიომრავალფეროვნება
332 Views

ლიახვის ნაკრძალი ფლორა   ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2324 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB